”ქართული ოცნება” ანუ რუსული ოცნებაა – ასე პასუხობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ჟურნალისტის კითხვას.
პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების” ცვლილება გამოწვეულია რუსეთის ზეწოლით.
”ახლა უკვე ჩვენ ვართ ისეთ გზაჯვარედინზე, და ისეთ ან, ან სიტუაციაში, ის რაც მოეთხოვება პრეზიდენტს ნეიტრალობა და შენარჩუნება სიფრთხილის და სახელმწიფოზე ფიქრი, უფრო მეტად, ეს დღეს, სახელმწიფოზე ფიქრი, არის დამოუკიდებლობაზე ფიქრი და არის ამ გზის, ევროპის გზის გადარჩენა…
ეს ის მთავრობაა, რომელმაც მაშინაც გამოაცხადა, რომ 2024 წელს ევროკავშირის კანდიდატურაზე წარვდგებოდით. მე ვფიქრობდი, რომ რაზე არის საუბარი, ჯერ ამის დრო არ მოსულა, ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი. უცბად, ეს მთავრობა ზედიზედ იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს და ეს აჩქარდა უკრაინის ომის შემდეგ, დაიწყო შარლ მიშელის ჩამოსვლით, როდესაც მისი დოკუმენტი დახიეს. მათი ტოტალური ცვლილება არის გამოწვეული რუსეთის ზეწოლით, რომელიც გაიზარდა და გაიზარდა. “ქართული ოცნება” რუსული ოცნებაა” – აცხადებს პრეზიდენტი.