საქართველოს პრეზიდენტი “ქართული ოცნების” გენერალური მდივნისა და თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ როვნული ნაკრების ფეხბურთელის ოჯახზე მიტანილ იერიშს “წარმოუდგენელს” უწოდებს.
სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მას არცერთ ღონისძიებაზე “ქართული ოცნების” წევრები არც კი ესალმებიან. ასე მოხდა ისტორილ მატჩზე, როცა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საბერძნეთი დაამარცხა.
”კალაძე წარმოუდგენელია… არსად არავინ არ მესალმება. როგორ შეიძლება, რომ როცა გუნდი გამარჯვებულ გუნდად ჩამოყალიბდა, როგორც საზოგადოებაში შემოაქვთ გაყოფა, ისე ყოფენ გუნდს. რა მნიშვნელობა აქვს “ნაცია”, თუ გახარიას გუნდის წევრი. რა უფლება გაქვს, რომ პოლიტიკური კვალიფიკაცია მისცე ერთ-ერთი გუნდის მონაწილეს და შემდეგ მათ შორის დაიწყოს რაღაც”, – ამბობს ზურაბიშვილი.
თბილისის მერი კახა კალაძე ორი დღეა იმეორებს, რომ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამამ, როინ ქოჩორაშვილმა, პროევროპულ მარშს მხარი პოლიტიკური კუთვნილების მიზეზით დაუჭირა.
“ნაცია”- ამბობს კალაძე ფრხბურთელის მამაზე.