83 წლის ასაკში დიზაინერი რობერტო კავალი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში იტალიელი დიზაინერი რობერტო კავალი მრავალთვიანი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაცია გარდაცვალების შესახებ თავდაპირველად იტალიურმა მედიამ გაავრცელა. გავრცელებული ინფორმაციით, რობერტო კავალი ფლორენციაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

რობერტო კავალიმ საკუთარი მოდის სახლი 1970-იან წლებში დააარსა და მოდის ინდუსტრიაში თავი დაიმკვიდრა ინოვაციური, ცხოველის ტყავის პრინტებითა და ტყავისა და ჯინსის მასალის გამოყენებით. რობერტო კავალიმ პირველი კოლექცია 1970 წელს პარიზში წარადგინა.

როგორც ცნობილია, რობერტო კავალის ქნება 400 მილიონ ფუნტს შეადგენს. რობერტო კავალი 1940 წელს ხელოვანების ოჯახში დაიბადა. მამამისი ნაცისტებმა დახვრიტეს, რის გამოც ის 18 წლამდე არ ლაპარაკობდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share