ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება საგრძნობლად გაუარესდა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში აღმოსავლეთის ფრონტზე ვითარება საგრძნობლად გაუარესდა. უპირველეს ყოვლისა, ეს რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მტრის შეტევითი მოქმედებების მნიშვნელოვანი გააქტიურებით არის გამოწვეული“, – წერს სირსკი „ტელეგრამის“ არხზე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცნობით, რუსები ლიმანსკისა და ბახმუტის მიმართულებით აქტიურ შეტევებს ახორციელებენ.
„მაღალტექნოლოგიური იარაღის მხრივ მტერზე ტექნიკური უპირატესობის მიღწევის საკითხი ისევ დადგა. მხოლოდ ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ რაოდენობრივად დიდი მტერი დავამარცხოთ და სტრატეგიული ინიციატივის ხელში ჩაგდებისთვის შესაბამისი პირობები შევქმნათ. მეორე სერიოზული პრობლემა სამხედრო პერსონალის, პირველ რიგში, ქვეითი ქვედანაყოფების მომზადების ხარისხის გაუმჯობესებაა, რათა სამხედრო ტექნიკისა და დასავლური იარაღის შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოიყენონ. უპირველეს ყოვლისა, ამ ამოცანის გადაწყვეტა სახმელეთო ჯარების სარდლობისთვის არის მინდობილი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზონიდან სრული ძალებით დაბრუნდა“, – აღნიშნა ალექსანდრ სირსკიმ.