არა რუსულ კანონს – ამ ლოზუნგით ორშაბათს, 15 აპრილს, 19 საათზე, პარლამენტთან კიდევ ერთი აქცია დაანონსდა, რომლის ორგანიზატორიც, “საერთაშორისო გამჭვირვალობაა”
“საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება
ორშაბათს, 15 აპრილს, 19:00 საათზე, რუსული კანონის პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ, პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გაიმართება!
ნუ დარჩები სახლში, გამოდი გარეთ
რუსული კანონი გვეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს!
რუსული კანონი არის დიდი კედელი საქართველოსა და ევროპას შორის!” ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
შეგახსენებთ, პარლამენტი ორშაბათიდან იწყებს რუსული კანონის განხილვას. იურიდიულ კომიტეტზე დილიდან მოსმენა გაიმართება. პარალელურად, პარლამენტს გარეთ დილიდან შეიკრიბებიან კანონის მოწინააღმდეგეები. აქციები დააანონსეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმაც.