გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის ცნობით, გერმანია უკრაინას კიდევ ერთ “პატრიოტის” სისტემას გადასცემს, ადრე გადაცემული ორის გარდა.
„რუსული ტერორი უკრაინის ქალაქებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განუზომელ ტანჯვას იწვევს. ეს საფრთხეს უქმნის მოსახლეობის ენერგომომარაგებას და ანადგურებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ მზადყოფნას“, – განაცხადა პისტორიუსმა.
ამ გადაწყვეტილებისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და ოლაფ შოლს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.
“ეს არის უკრაინის მხარდაჭერის ნამდვილი გამოხატულება ჩვენთვის კრიტიკულ დროს.
მოვუწოდებ პარტნიორი ქვეყნების ყველა სხვა ლიდერს, მიბაძონ ამ მაგალითს” – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში.