”ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ევროპაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე და არ დავიღლებით, მაგრამ საქართველოს ევროპული მომავალი, ასევე არის, როდესაც ევროპა აქ არის და სწორედ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა არის ის ადგილი, სადაც ევროპა ჩვენთან არის და სადაც ჩანს, რომ ის, რაც ხდება თბილისში და ასევე ხდება ნებისმიერ ევროპულ ქალაქში, არის ძალიან ახლოს. ეს არის ის თანამედროვეობა, რომელიც გვაძლევს იმის ღრმა რწმენას, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოშორებული სადღაც შორს. შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან, ცივილიზებული სამყაროსგან. შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ მალე ვიქნებით ერთი დიდი ოჯახი ყველა თავისი იდენტობით, თავისი ენით, ყველა თავისი კულტურით და ყველა თავისი თავისუფლებით და ეს არის ევროპის მთავარი ნიშანი” –
განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე, სადაც თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრებს უმასპინძლა