კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს – 14 აპრილს „დედაენის ბარში“ კულტურის სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან

“კულტურის ხმა: კი – ევროპას, არა – რუსულ კანონს“ – კიდევ ერთი აქცია თბილისში –  14 აპრილს, 14:00 საათზე, დედა-ენის ბაღში არსებული “დედა-ენის ბარში” რუსულ კანონს გააპროტესტებენ.

15 აპრილს ხელისუფლება იწყებს რუსული კანონის მიღების პროცესს. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია ხელოვანების თანადგომა და კულტურის ხმა, რომელსაც შეუძლია, მიწვდეს ფართო საზოგადოებას ერთიანობისა და თავისუფლების სახელით.

14 აპრილს, 14:00 საათზე, „დედაენის ბარში“ კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები ისაუბრებენ რუსული კანონის საფრთხეებზე.

კანონის განხილვას მხოლოდ ერთი დღით უსწრებს 14 აპრილი; თარიღი, როცა საქართველო აღნიშნავს ქართული ენის დღეს.

სწორედ ქართული ენა და კულტურაა ის, რისი შევიწროებითაც მთელი ისტორიის განმავლობაში რუსული იმპერია ჩვენი ეროვნული იდენტობის წაშლას ცდილობდა.” აცხადებენ ორგანიზატორები.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share