ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას – უკრაინაში მებრძოლი ქართველი ოფიცერი-ვანო ნადირაძე, საკუტარ ფეისბუკ გვერდზე ეხმაურება და წერს:
“გუშინ დავწერე რომ ირანი ფეხებს მოჭამდა ისრაელს და აღვნიშნე რომ სამი ფენის საჰაერო თავდაცვა აქვს ახლო , საშუალო და შორი მანძილის.
რა თქმა უნდა არა ვარ გულთმისანი.
რუსეთიც იგივე რაკეტებს და შახიდებს უშვებს უკრაინის მიმართულებით თითქმის ყოველდღე და უკრაინა იგერიებს ამ რაკეტების და უპილოტოების 70% , მიუხედავად საჰაერო თავდაცვის კომპლექსების სიმცირის.
უკრაინა არის ათი ისრაელის ხელა ტერიტორია და ახერხებს გამკლავებას, ისრაელი არის პატრა და კომპაქტურად დასახლებული ტერიტორია და როგორც ავღნიშნე სამი ფენის საჰაერო თავდაცვა, უკრაინასთან შედარებით ათჯერ მეტი თანამედროვე საჰაერო თავდაცვის კომპლექსებით, პლიუს ამას რა თქმა უნდა ამერიკული და ბრიტანული ავიაცია.
ასე რომ აქედან გამომდინარე იყო ჩემი ოპტიმისტური პროგნოზი.
შედეგს ხედავთ ირანმა უბრალოდ ჩაისვარა”.