“არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას!” – ამ სახელწოდებით მეღვინეები გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
განცხადებაში, რომელსაც ხელს 50-ზე მეტი მეღვინე აწერს, ისინი გმობენ ხელისუფლების მიერ ინიციირებულ კანონს და ხელისუფლებას გადადგომისკენ მოუწოდებენ.
განცხადება:
“არა – რუსულ კანონს! არა – მოღალატე ხელისუფლებას!
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურ ორგანიზაციებს არ წარმოვადგენთ, ქართველი მეღვინე არტიზანების ნაწილმა საზოგადოება მივაჩვიეთ, რომ ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ საკითხებზე ყოველთვის ერთ-ერთი პირველები ვაფიქსირებთ ჩვენს მყარ პოზიციას.
ახლაც, გვსურს ჩვენი ხმა შევუერთოთ თანამოქალაქეთა იმ ღირსეულ ნაწილს, რომელიც მკაფიოდ გმობს დღევანდელი ხელისუფლების აშკარა ღალატს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე. გვსურს, ჩვენი ხმა შევუერთოთ თავისუფლებისათვის მებრძოლ ადამიანებს და განვაცხადოთ, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით:
ხელისუფლების მიერ ინიცირებული კანონი, რომელსაც დიდი ხანია, სრულიად მართებულად, “რუსული კანონი” ეწოდა, ძირს უთხრის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ჩვენი მოქალაქეების თავისუფლებებს, არის ფარისევლური, მავანთა პირადი ინტერესებით ნაკარნახევი და ქვეყნის ინტერესების უგულვებელყოფით მოტივირებული პროექტი არის ოკუპანტი სახელმწიფოს პირდაპირი დირექტივით განხორციელებული პროვოკაცია არ აქვს არანაირი კავშირი ხელისუფლების მიერ ფარისევლურად პროპაგირებულ გამჭვირვალობის ინტერესთან გამიზნულია ჩვენი ქვეყნის ყველაზე აქტიურ მოქალაქეთა დასაშინებლად და დასამორჩილებლად არის ღირსების შემლახავი თავისი ტერმინოლოგიით, როდესაც სურთ, დასავლური კულტურის გამავრცელებლებს “უცხო ძალის აგენტები” უწოდონ არის მოქალაქეთა დაბნევის, დაქსაქსვისა და სახელმწიფოს გაუქმებისაკენ მიმართული
დაბოლოს: ეს კანონპროექტი და მასთან დაკავშირებული პერიპეტიები ცხადყოფენ საკუთარი ხალხის მოღალატე, უცხო ინტერესის მსახური, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩასაფრებული ხელისუფლების მტრულ და საქართველოსთვის სრულიად უცხო ხასიათს.
აშკარაა, რომ ამ ხელისუფლების მმართველობის ყოველი დღე უდიდესი საფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის. მათ დაკარგეს ყველანაირი მორალური უფლება, რომ საქართველოს ხელისუფლებად იწოდებოდნენ. ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს დაუყოვნებლივ!
მოვუწოდებთ ყველას, საყოველთაოდ განაცხადეთ საკუთარი მკაფიო პოზიციის შესახებ. საღი აზრითა და ნათელი გონებით დავძლიოთ ეს ჭაობი და შევქმნათ ნათელი მომავალი!”
განცხადებას ხელს აწერენ ასოციაცია ღვინის ოსტატები და მეღვინე არტიზანები: