“ორგანიზება გაუწიეთ პროტესტს”- გიორგი რურუა ემიგრანტებს მიმართავს

მსჯავრედებული გიორგი რურუა მიმართავს საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს, რომლებიც თვლიან,რომ არჩევნები გაყალბდა, კარგი იქნება, რომ ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან-ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარლამენტთან და საელჩოებთან.

“საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან,რომ არჩევნები გაყალბდა, კარგი იქნება, რომ ორგანიზება გაუწიონ პროტესტს ყველგან-ტელევიზიებისა და გაზეთების რედაქციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, პარლამენტთან და საელჩოებთან.
საქართველოში ხელოვნურად ჩაგვკეტეს და ამის საშუალება ჯერჯერობით არ გვაქვს.
მეგობრებო რას ფიქრობთ ამ იდეაზე?
სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს!
ეს არის არ დანებების ბრძოლა ჩვენი ქვეყნისათვის.
ბიძინა ივანიშვილის პირადი, (საყვარელი) პოლიტპატიმარი გიორგი რურუა
3 თებერვალი 2021 წელი” – წერს გიორგი რურუა სოციალურ ქსელში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share