ამის შესახებ “ტვ პირველთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
“ვხედავთ, რომ პროტესტის მუხტი არის საზოგადოებაში და ამ მუხტს სჭირდება გაძლიერება და საერთო არხის მიცემა. მე ვფიქრობ, რომ ამაზე მუშაობს ოპოზიცია და ამას დრო სჭირდება.
ჩემი აზრით საზოგადოების მწვავე პროტესტის მობილიზების გარეშე ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე შედეგს მოიტანს. არ მოიტანს არაფერს, თუ მწვავე სოციალური პროტესტი არ გვექნება და ამ პროტესტის გენერირება უნდა იყოს ამოცანა ოპოზიციის და არის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.