“რატომ ვართ ამ დღეში”?-მამუკა ხაზარაძის 12 კითხვა-პასუხი

“რატომ ვართ ამ დღეში?
იმიტომ, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა მენტალიტეტის ტყვეები ვართ… ვაყალბებთ არჩევნებს და ვებღაუჭებით ხელისუფლებას!
რატომ უჭირს ეკონომიკას?
იმიტომ, რომ გამეფებულია კორუფცია და ნეპოტიზმი, არ არსებობს ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო. ქვეყანა ვერ გახდა მიზიდულობის ცენტრი…
რატომ გარბიან ქვეყნიდან ადამიანები?
იმიტომ, რომ არ მიეცათ განვითარების, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება, არ მიეცათ ცოდნის შეძენის, ღირსეული სამუშაო ადგილის პოვნის და ოჯახის გამოკვების შესაძლებლობა.
რატომ არის, რომ ქვეყანა, რომელსაც ასეთი შესაძლებლობები აქვს, სხვა ქვეყანაში მოყვანილი პომიდვრით და ხახვით იკვებება?
იმიტომ, რომ დღესაც სოფლის მეურნეობა თოხზე და ბარზეა აწყობილი… არ არსებობს არანაირი ნოუჰაუ, ტექნოლოგიური მიდგომები, სიახლეები და ახალი სისტემის შემოტანის და აწყობის სურვილი…
რატომ ქრება ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკური რუკიდან?
იმიტომ, რომ ყოველთვის ვუშვებთ ხელიდან შესაძლებლობებს. დღეს, რომ ანაკლია გვქონოდა, გვექნებოდა მძლავრი პოზიციონირება რეგიონში. ვიქნებოდით სატრანზიტო და ლოჯისტიკური ცენტრი, კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის…
რატომ არის ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებული?
მიტომ, რომ ვერ ვცნობთ და არ ვებრძვით გარეთ მტერს და ვერ ვერთიანდებით შიგნით, არასდროს გვქონია ერთობლივი შეთანხმება, შერიგების გეგმა და აფხაზი და ოსი ძმებისთვის კონკრეტული შეთავაზება უკეთესი მომავლის შენების პერსპექტივით…
რატომ არის საზოგადოება გახლეჩილი?
იმიტომ, რომ არსებობს პრივილეგირებული ფენა, ორმაგი სტანდარტები და არ არსებობს კანონი, რომელიც თანაბარი იქნება ყველასთვის, რომელიც შექმნის თანასწორ გარემოს, არ წარმოქმნის სოციალურ უფრსკულს, აგრესიას და უთანხმოებას…
რატომ იჩაგრებიან ადამიანები და რატომ ხდებიან პოლიტიკური მართლმსაჯულკების მსხვერპლნი?
იმიტომ, რომ ქვეყანაში მოქმედებს არა დამოუკიდებელი და სამართლიანი მართლსაჯულება, არამედ ყველა ხელისუფლების მიერ მძევლად ქცეული და მასზე მიბმული, კლანური სასამართლო…
რატომ არის ქვეყანაში ამდენი მოშიმშილე ბავშვი?
იმიტომ, რომ ვიდრე ჩვენი შვილი არ იშიმშილებს, ვერ ვაცნობიერებთ, რომ ასეთი ბავშვები რეალურად არსებობენ და რომ ეს არის უმთავრესი და უმოკლეს ვადაში გადასაწყვეტი პრობლემა!
რატომ არის ამდენი უმუშევარი?
იმიტომ, რომ არასდროს არ გვქონია ეკონომიკური განვითარების მძლავრი გეგმა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებოდით და განვახორციელებდით.
რატომ ვცხოვრობთ ტყუილში?
იმიტომ, რომ ტყუილი ნორმად იქცა, ხოლო მატყუარა და მოღალატე ადამიანების არსებობა პოლიტიკაში თუ სახელისუფლო ვერტიკალში – ჩვეულ ამბად. იმიტომ, რომ მათთან თანავცხოვრობთ, ვეგუებით და ვემსგავსებით..! როგორც ოთარ ჭილაძე წერდა: „თუ გინდათ, რომ გადავრჩეთ, არ ჩამოართვათ ხელი გარეწრებს“.
როგორ გადავრჩეთ?
ყველა დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა უნდა შეთანხმდეს ძირითად პრინციპებსა და მთავარ ღირებულებებზე! ქართული სული, ტრადიცია, კულტურა უნდა იყოს ყველა საქმის ამოსავალი წერტილი და საფუძველთა საფუძველი. უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, მოხდეს სასამართლოს რეფორმირება, მძლავრი ეკონომიკური პროგრამის შექმნა, ქვეყნისთვის ფუნქციის დაბრუნება, ყველა ინტელექტუალური ძალის, სამოქალაქო საზოგადოების მობილიზება და უნდა შედგეს – დიდი ეროვნული შერიგება”!
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 98
    მეუფე ნიკოლოზის ხუმრობა მედიასთანნოემ რომ კიდობანი ააშენა, ხმა გაავრცელეს, კიდობანში პანდემიაა, არ შეხვიდეთო  - მეუფე ნიკოლოზმა იხუმრა მედიასთან კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ მეუფე ნიკოლოზის თქმით, ვირუსის გავრცელება ეკლესიიდან არასდროს მოხდება. მიტროპოლიტმა ირონიული დამოკიდებულება გამოავლინა მიდგომისადმი, რომ საეკლესიო შეხვედრები, წირვაზე სიარული, შესაძლოა, ვირუსის გადადების მიზეზი გახდეს. "რადგან ასეთი დიდი დღესასწაულია ცოტა უფლებას მივცემ თავს, რომ…
    Tags: რომ, და, არ, იმიტომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური
  • 97
    "არის რაიმე ისეთი უღირსობა, რომლის გამართლებასაც როგორც ერი ვერ შევძლებთ"?"მქონია რამდენიმე მომენტი ჩემს ცხოვრებაში, როდესაც ძალიან, ძალიან შემრცხვენია საკუთარი თავის. ხანდახან მახსენდება ეს შემთხვევები. მახსენდება მაშინ, როდესაც სულ მარტო ვარ. არავინ არის ირგვლივ. და როცა მახსენდება, უნებლიეთ ხმამაღლა ვიწყებ საუბარს საკუთარ თავთან. ვინმე რომ იყოს იმ წუთებში ჩემს გვერდით, იფიქრებს რომ მთვრალი ვარ, ალბათ ... ძალიან კარგი, ძალიან სათნო,…
    Tags: და, რომ, არის, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 96
    "ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას".."ბებია დიდ ხის გობზე, ნაშუადღევს იწყებდა ჭადის ზელვას.. ისე ებრძოდა ცომს თითქოს გაბრაზებულია და ჯავრს იყრისო. თავის ჭკუაზე მოიყვანდა, დიდ გახურებულ ქვის კეცზე შქერის ფოთოლს გაუფენდა და უშველებელ გუნდას ზედ გადააგორებდა, ღადარსაც უხვად დააყრიდა და სუფრას გაშლიდა. სადილად სულ იყო ერთი წველა ყველი, მწვანილი, მჟავე კეჟერა და რამე ერთი იჯრა…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური, ქსელი
  • 96
    ბახვი 1 ჰესის სკოპინგი გადაიდო- რას იბრალებს ჩოხატაურის მერი?"პეტიცია, სამოქალაქო აქტივიზმი, მედიის მხარდაჭერა, მოსახლეობის ...აი შედეგი. ბრძოლა ბოლომდე ბახმაროს დასაცავად!. სამინისტრომ 2 თვით გადადო ბახვი 1 ჰესის პროექტი...მაგრამ ბახმაროს სარეკრაციო ზონაში ჰესის აშენება უნდა დაიბლოკოს" - წერს საკუთარ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტი, გარემოს დაცვითი პლატფორმა" ეკოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირმა გორდელაძე და შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს : #ერთადდავიცვათ ბახმარო. "რატომ…
    Tags: და, რომ, არ, რატომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, სოციალური