15 თებერვლიდან საქართველოში სწავლა კლასებში გაგრძელდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ განაცხადა.
„შემდგომი ორშაბათიდან, საქართველოს მასშტაბით 15 თებერვლიდან ჩვენი შვილები გააგრძელებენ სწავლას საკლასო ოთახებში. ეს გულისხმობს იმას, რომ თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში ბავშვები სკოლაში, სასწავლო კლასებში გააგრძელებენ სწავლას, რაც არის უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრემიერმა.