ოზურგეთელი ნიკოლოზ კუტუბიძე რუმინეთში გამართულ ტურნირზე ოქროს მედალს დაეუფლა!
რუმინეთის ქალაქ კლუჟში მიმდინარე ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე ვალერიუ ბულარკას მემორიალზე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15-წლამდელთა შორის, დღეს ათი წონითი კატეგორიიდან ექვსში შედგა ბრძოლები და მედლები გათამაშდა. აქედან სამ წონით კატეგორიაში ოქროს საქართველოს ნაკრების წევრები დაეუფლნენ.
ერთერთი ოქროს მფლობელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ბ/ ჭიდაობის სპორტსმენი ნიკოლოზ კუტუბიძე (44 კგ) გახდა ჩემპიონი გახდა.
ოზურგეთელი დავით მხეიძე (62 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.
ხვალ, მედლების დარჩენილი ოთხი კომპლექტი გათამაშდება.
ამ წონებში უკვე ჩატარდა წინასწარი ეტაპებისა და ნახევარფინალური შეხვედრები.
ლაზარე გოგოტიშვილი (57 კგ) რეპეშაჟის ფინალში გადაერთო და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.