გერმანიის მმართველი “სოციალ-დემოკრატიული პარტიის” (SDP) მიხედვით, შესაძლოა, გამჭვირვალობის კანონის მიღების შემთხვევაში საქართველომ “უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის” სტატუსი ხელმეორედ დაკარგოს.
SDP-ის ბუნდესტაგის წევრმა ჰელგე ლინდმა ერთ-ერთ გერმანულ გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ “გერმანიის ფედერალური მთავრობა აქტიურად აკვირდება [საქართველოში] პოლიტიკური მდგომარეობის განვითარებას და ამოწმებს, თუ რამდენად არის პირობები დაკმაყოფილებული”. მისი თქმით, თუკი აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობას პოლიტიკური დევნის საშიშროება აქვს, ამას “შესაბამისი შედეგები მოჰყვება”.
საქართველომ მოლდოვასთან ერთად “უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნის” სტატუსი 2023 წლის იანვარში აღიდგინა, რადგან ფედერალური მთავრობის თქმით, აღნიშნულ ორ ქვეყანაში მოსახლეობა პოლიტიკური დევნის საფრთხის ქვეშ ძირითადად არ იმყოფება.
გერმანიაში ამ სტატუტის მინიჭება-არმინიჭების მიზანი მიგრაციასთან გამკლავების გამარტივებაა: თუკი თავშესაფრის მაძიებელი პირი უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნიდან არის, მაშინ მისი განაცხადის განხილვის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს და თავშესაფარზე უარის თქმაც უფრო მარტივად ხდება.