პარლამენტის წევრი ლადო კახაძე სოციალურ ქსელში მორიგ ლექსს აქვეყნებს, რომელსაც ”ოზურგეთელ პოეტთა საზოგადოება” ეხმიანება და საპასუხო ლექსს გვთავაზობს.
პასუხის პასუხი ლადო კახაძეს:
”უწინ თამადა ყოფილხარ
განსხვავებული ნატურით,
პარლამენტარი გვეგონე
თურმე ახლა ხარ ფანდური,
და როს ბიძინა “ჩამოკრავს”
მაშინ ამოგხეთქს მუზები,
ასაკის მიუხედავად
უმალვე წაიკუზები.
ამ პარლამენტის შემყურე,
შემეძლო მეთქვა ას-კაცზეც,
უეცრად … განკაცდეს,
იქნება ლადო კახაძე!”
”ოზურგთელმა პოეტებმა” საპასუხო ლექსი ლადო კახაძის ამ ლექსს მიუძღვნეს:
”გადატანით მნიშვნელობას,
არანაკლებ იყენებენ,
ეს ცხოვრება რთულია და ძნელი,
ჰიპერბოლურ შეფასებას,
უცნაურად იფერებენ,
ბევრს არ მოსწონს პირდაპირად მთქმელი.
ყველა სუზი კვადროა და
ყველა ბარი უაიტია,
ნაწილ-ნაწილ დაქუცმაცდა მთელი,
სამწუხაროდ გულმა ყველა,
ვერაფრით ვერ ჩაიტია,
კბილი რჩება კბილის წილ და
თვალი რჩება სველი…”
‘