ნიკა გვარამიას პატიმრობა სახდეპის 2023 წლის ანგარიშში

ნიკა გვარამიას  პატიმრობა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიეძღვნა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ “იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ზღუდავდა პოლიტიკურ ოპონენტებსა და ჟურნალისტებს მთავრობის კრიტიკისთვის, მაგალითად ნიკა გვარამიას”.

“იყო ცნობები პოლიტპატიმრებისა და დაკავებულების შესახებ. 22 ივნისს [2023 წლის] პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა ნიკა გვარამია, ოპოზიციური ტელეარხის, “მთავარი არხის” ხელმძღვანელი, რომლის პატიმრობა პოლიტიკურად მოტივირებულად იქნა აღიარებული სახალხო დამცველისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ზღუდავდა საზოგადო მოღვაწეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ჟურნალისტებს მთავრობის კრიტიკისა და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების განხილვაში. მაგალითად, ნიკა გვარამია, უმსხვილესი ოპოზიციური ტელევიზიის, “მთავარი არხის” დამფუძნებელი და ყოფილი გენერალური დირექტორი, 2022 წლის მაისიდან 22 ივნისს პრეზიდენტის მიერ შეწყალებამდე იყო პატიმრობაში,” – წერია დოკუმენტში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share