საქართველოს ევროინტეგრაციის გზა და მისი ხელშემშლელი ფაქტორები – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ მწვავე ანგარიშს აქვეყნებ.
2023 წლის ანგარიშში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ, მარტში გამართული ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებიც მოხვდა.
[2023] წლის განმავლობაში ქართველები მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ასევე იყო ფართო საზოგადოების საპროტესტო აქციები კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მხარი დაუჭირა ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, რაც რეკომენდაციას უწევს შემდგომ პროგრესს ცხრა საკითხში, რომელიც მოიცავს დემოკრატიულ არჩევნებს, მართლმსაჯულების რეფორმებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას”- აღნიშნულია ანგარიშში, რომლიც გასულ წელს მოიცავს.
68-გვერდიან დოკუმენტში წერია, რომ ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები მოიცავდა სანდო ცნობებს შემდეგ შემთხვევებზე:
- წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა
- თვითნებური დაკავებები
- სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამოძიებასთან და დევნასთან დაკავშირებული, რომლებიც ფართოდ განიხილებოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული
- კონფიდენციალურობაში თვითნებური ან უკანონო ჩარევა კონფიდენციალურობაში
- გამოხატვისა და მედია თავისუფლებებთან მიმართებაში სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის, ჟურნალისტების წინააღმდეგ, ძალადობისა და ძალადობის მუქარასთან დაკავშირებული.
- არსებითი ჩარევა მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლებაში
- სერიოზული კორუფცია ხელისუფლებაში
- დანაშაულები, რომლებიც მოიცავს ძალადობას ან ძალადობის მუქარას ლგბტ+ პირებისა და აქტივისტების წინააღმდეგ.
ხელისუფლებამ მიიღო ზომები ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის მისამართით, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა. რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რჩებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის მიღმა, ხოლო დე ფაქტო ხელისუფლებას რუსული ჯარი უჭერდა მხარს. სერიოზულ პრობლემებს ადამიანის უფლებების ნაწილში ოკუპირებულ რეგიონებში წარმოადგენდა: მკვლელობები, თვითნებური დაკავებები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველების მიმართ. რუსეთის და ოკუპირებული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებები დანაშაულს დაუსჯელად სჩადიოდნენ”, – წერია ანგარიშში.