სტრასბურგში, პარტია “ახალის” თანათავმჯდომარემ, ნიკა გვარამიამ ევროპარლამენტარებთან ერთად ბრიფინგი გამართა, სადაც “ოცნების” მიერ ხელახლა შემობრუნებულ რუსულ კანონსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრეს.
ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას აფასებს და მოუწოდებს მათ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის პერსონალურ ზომებისკენ.
“როგორც ჩანს, ქართული ოცნების მთავრობამ არ შეასრულა ევროკავშირის მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, რომლებიც აუცილებელია გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დასაწყებად. ამ ანტიდემოკრატიული ზომების საპასუხოდ, აუცილებელია, რომ ევროკავშირში ჩვენმა წარმომადგენლებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა მტკიცე პოზიცია დაიკავონ. ჩვენ ვაფასებთ ევროპარლამენტარებისა და ევროკავშირის ოფიციალური პირების ამჟამინდელ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ უფრო მტკიცე მოქმედებებისკენ, მათ შორის პერსონალურ ზომებისკენ მათ წინააღმდეგ, ვინც ძირს უთხრის ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს. საჭიროა გაძლიერებული მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული მოძრაობებისა და ისეთი ინსტიტუტებისთვის, როგორიცაა კრიტიკული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები”, – თქვა ნიკა გვარამიამ.