“ვარდისფერი” სავსე მთვარე – რა უნდა ვიცოდეთ ამ მოვლენის შესახებ?

ცაზე “ვარ­დის­ფე­რი” სავ­სე მთვა­რე გა­მოჩ­ნდე­ბა. რო­გორც Daily mail იტყო­ბი­ნე­ბა, ინ­ფორ­მა­ცია NASA-მ და­ა­ა­ნონ­სა. ვარ­დის­ფე­რი მთვა­რე ოფი­ცი­ა­ლუ­რად პიკს მი­აღ­წევს ოთხშა­ბათს, 00:49 სა­ათ­ზე და მისი და­ნახ­ვა სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

  • მი­უ­ხე­და­ვად მისი მეტ­სა­ხე­ლი­სა, მთვა­რეს ვარ­დის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბა ნამ­დვი­ლად არ ექ­ნე­ბა. სი­ნამ­დვი­ლე­ში, აპ­რილ­ში სავ­სე მთვა­რის ფერი საკ­მა­ოდ ნორ­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა. სა­ხე­ლი “ვარ­დის­ფე­რი მთვა­რე” ინ­დი­ე­ლებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი – ეს სა­ხე­ლი ფლო­ქ­სის ყვა­ვილს უკავ­შირ­დე­ბა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ აპ­რილ­ში ყვა­ვის.

ასე­ვე არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ მას ასე უწო­დე­ბენ ამ დროს ია­პო­ნი­ა­ში ალუბ­ლის ყვა­ვი­ლო­ბის გამო. აპ­რი­ლის მთვა­რის სხვა სა­ხე­ლე­ბია: “ბა­ლა­ხის გა­ჩე­ნი­ლი მთვა­რე“, “კვერ­ცხის მთვა­რე“ და “თევ­ზის მთვა­რე“, ებ­რა­ე­ლე­ბი კი მას “პა­ს­ე­ქის მთვა­რეს” უწო­დე­ბენ.

ბუ­დის­ტე­ბის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით შრი-ლან­კა­ში, ეს ეროვ­ნუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლია – სავ­სე მთვა­რე აღ­ნიშ­ნავს ბაკ პო­ი­ას, დღეს, რო­დე­საც ბუდა ეწ­ვია შრი-ლან­კას და თა­ვი­დან აი­ცი­ლა ომი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share