”ჩემი თაობა მსხვერპლის ხალხი იყო, ეს ახალგაზრდები ბედნიერებაზე ორიენტირებულია” – მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა წინა თაობისგან ბრძოლის მეთოდით განსხვავდება, თუმცა მიზანი ყველა თაობის ახალგაზრდობაში ერთია და ეს დამოუკიდებელი საქართველოა.
”დღევანდელმა მთავრობამ ვერ გათვალეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა – მე ბევრი სტუდენტი მყავს და მიყვარს მათთან ურთიოერთობა, დღევანდელი ახალგაზრდები ბედნიერებაზე ორიენტირებული ხალხია.
ჩემი თაობა მსხვერპლის ხალხი იყო, ესენი ბედნიერების ხალხია, მაგრამ მიზანი ერთია – დამოუკიდებელი საქართველო.
ჩვენ დროს მოდიოდა იდეალები, რომ ბოლომდე შევაკვდებით, დღევანდელ ახალგაზრდებში კი წამყვანი არის ბედნიერების მოტივები”, – ამბობს გია ბუღაძე “ტვ პირველის” ეთერში.