საესტრადო მომღერალი, ანსამბლ „ივერიას“ წევრი თემურ წიკლაური უკანასკნელ გზაზე ტაშით გააცილეს.
თემურ წიკლაური კორონავირუსის დიაგნოზით გორის სამხედრო ჰოსპიტალში დეკემბერში მოათავსეს. მდგომარეობის გართულების შემდგომ ის თითქმის ხუთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თემურ წიკლაური 75 წლის იყო.