“ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში ვრცელი ადგილი ეთმობა….ჩემს უკანონო პოლიტ. პატიმრობას”-მიხეილ სააკაშვილი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ მოხსენებაში ვრცელი ადგილი ეთმობა ჩემს უკანონო პოლიტ. პატიმრობას:
“სახალხო დამცველმა არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, დროული და შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია დაკავებული ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილისთვის. 2022 წლის დეკემბერში სახალხო დამცველის ინფორმაციით, სამედიცინო ექსპერტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა გამოიკვლია სააკაშვილი და დაადგინა, რომ მისი ჯანმრთელობა იყო „მკვეთრად გაუარესებული“ 2022 წლის აპრილში ჩატარებული ბოლო კვლევის შემდეგ და მისი მდგომარეობა შეაფასა, როგორც „მძიმე“. სახალხო დამცველმა ასევე წარმოადგინა ექსპერტების დასკვნა, რომლის თანახმად, ქვეყანაში ხელმისაწვდომი ყველა შესაძლო მკურნალობის მიღების მიუხედავად, მისი მდგომარეობა „სწრაფად უარესდებოდა“. სახალხო დამცველის შეფასებით, სააკაშვილის საქმეში, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას არაადამიანური მოპყრობის გამო.”
“The public defender repeatedly urged authorities to provide timely and appropriate medical treatment for detained former President Mikheil Saakashvili. In December 2022 the PDO reported that an independent team of medical experts examined Saakashvili and assessed that his health had“deteriorated sharply” since they last examined him in late April 2022, and considered his condition as “severe.” The PDO also reported the experts’ conclusion that, despite having undergone all treatment available in the country, his condition was “rapidly deteriorating.” The PDO assessed that Saakashvili’s case could violate Article 3 of the European Convention on Human Rights for inhuman treatment.”

Mikheil Saakashvili

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share