მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი. ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას.
“მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები. სამარცხვინოს დავარქმევდი, თუმცა კარგად ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, “ფარას” დოკუმენტში ყველაფერი იქნება ასახული. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი” არის დემოკრატიული, ერთადერთი, რასაც ითხოვს, გამჭვირვალობაა და დეკლარაციის წარდგენა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები. ასეთი რეზოლუციები გვინახავს. გახსოვთ, გასული თვეები. ამოიღეთ და ნახეთ, რას იღებდნენ. არაფერი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს. გვახსოვს, როდესაც მოგვიწოდებდნენ თუ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა ქვეყანა, თუ სანქციებს არ შეუერთდებოდა ქვეყანა, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ქვეყანას ვიცავთ, ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ის, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას”,-აღნიშნა კალაძემ.
მსგავსი სტატიები:
ოზურგეთის საბავშვო ბაღებში, ხელფასები უკვე ჩაირიცხა- გურიის გუბერნატორის ადმინისტრაცია
მოსახლეობის მეტ ინფორმირებულობაზე რეგიონებში ვაქცინაციის ოფიცრები იმუშავებენ
ბათუმში, კაფე-ბარის დაცვის თანამშრომელი, 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს
12 წლის დათა ჩომახიას უკანასკნელ გზაზე კლასელები აცილებენ
მიუნხენში ბიძინას ბიჭს ხელი მაინც ჩამოერთმია ზელენსკისთვის – სამადაშვილი ღარიბაშვილზე
“მაქარაშვილი და ვიღაც უნდა გახდნენ მინისტრები, ეს არის მოთხოვნა” – სარჯველაძე ეროვნული ერთობის მთავრობაზე
ვიდეო: ოზურგეთის საკრებულომ მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილა…. და მერე როგორ განიხილა
„მოიძებნენ ადამიანები, რომლებმაც ციხეში ჩემს გადაყვანაზე დაიწყეს ლაპარაკი, თითქოს ისედაც ციხეში არ ვიყო“ – სააკაშვილი
