Tasteatlas-ის მსოფლიოს 100 საუკეთესო კერძში ხინკალი, აჭარული ხაჭაპური, მწვადი და შემწვარი წიწილა მოხვდა. რეიტინგში ხინკალი 29-ე, აჭარული ხაჭაპური 55-ე, მწვადი 66-ე, ხოლო წიწილა 92-ე ადგილზეა.
„ხაჭაპური არის ყველაზე ცნობილი კერძი საქართველოში. არსებობს ხაჭაპურის რამდენიმე ტიპი. ყველაზე გავრცელებულია იმერული და აჭარული ხაჭაპური, რომელიც მზადდება ყველის, კარაქისა და უმი კვერცხისგან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მონაცემების თანახმად, ას საუკეთესო მსოფლიო კერძს შორის პირველი 10 ადგილი ასე გადანაწილდა:
- პიკანჰა (ბრაზილია), რეიტინგი – 4.75
- როტი კანაი (მალაიზია), რეიტინგი – 4.74
- ფატ კაფრაო (ტაილანდი), რეიტინგი – 4.73
- პიცა ნაპოლეტანა (იტალია), რეიტინგი – 4.70
- გოტი (ჩინეთი), რეიტინგი – 4.70
- allnews.ge