“მაკო გომურთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან, განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს მისი განცხადება”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“მაკო გომურთან დაკავშირებით, თუ ვინმეს რაიმე პასუხისმგებლობა აქვს სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით ყურად უნდა იღოს ეს განცხადება და თუ ნაბიჯები არ არის გადადგმული, რასაკვირველია უნდა გააკეთონ ყველაფერი, რადგან ეს არის ადამიანი რომელიც საზოგადოების ყველა ნაწილს, როგორი პოლიტიკური გემოვნებაც არ უნდა ჰქონდეს, ძალიან დიდ ტკივილად მიჰყვება ცხოვრების ბოლომდე. მე პირადად ჩემი ცხოვრების ძალიან ცუდ ნაწილად მიმაჩნია ეს ფაქტი, რაც მაკო გომურს დაემართა, თუმცა, პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სხვა წარმოდგენა მაქვს, იმისგან განსხვავებული რაც აქვს “ნაცმოძრაობას,”-განაცხადა ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, მაკო გომურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, სადაც ის აღნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაცია გართულდა.
მსგავსი სტატიები
- 91
ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებულ საკითხს ეხმიანება და სოციალუ ქსელში წერს: "სამშობლო თუ სახელმწიფო - ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს... ბოლო დროს დიდი დისკუსიაა გამართული სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებით, რომელიც ზიანს აყენებს ყველას - მასში ჩართულ თუ ნეიტრალურ პირებს, შედეგად - საქართველოს. ასეთ ვითარებაში ახალი საზღვრის გავლება სამშობლოსა და სახელმწიფოს შორს მეტად…
- 90
ვერანაირი ეკონომიური სარგებელი ვერ გადაფარავს ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესებას. არავინაა მრეწველობის განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველი არ უნდა იყოს. ასიოდე მეტრში წყალსადენია, რომელმაც ანასეულის მოსახლეობა სასმელი წყლით უნდა მოამარაგოს და მდინარე, რომელიც ზღვაში ჩაედინება, სადაც ბავშვები ბანაობენ. რატომ გვართმევენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას ვიცხოვროთ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში?-ასეთია იმ ადგილობრივების…
- 90
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის - თინათინ ბოკუჩავა თქმით, ბიძინა ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა, თუმცა ის ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაინც უამრავ "საცეცს" ტოვებს. ყველაზე მძლავრ მოთამაშედ კი ბოკუჩავა კვლავაც "ნაციონალურ მოძრაობას" მიიჩნევს: - ივანიშვილის წასვლის მიზეზიცა და მიზანიც პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობაა. სხვა არა ერთი მიზეზიც არსებობს,…
- 90
ექსპერტი და თეოლოგი, გოჩა მირცხულავა გუშინ ბათუმში მომხდარ ფაქტს ეხმაურება, სადაც ოპოზიციის მიერ გამართულ აქციაზე ირაკლი ჩავლეშვილს თავზე ნაგვის ურნა ჩამოაცვეს და ვრცელ განმარტებას აკეთებს: "ნაგავი პოლიტიკაში ახალი სიტყვა არ არის. უკრაინაში"ბუკერებში" - ურნებში ტენიდნენ კორუპირებულ პოლიტიკოსებს. რა თქმა უნდა, ეს ესთეტიურად ძალიან ცუდად გამოიყურება. მით უფრო - ქართული ხასიათიდან…