ჯემალ ქარჩხაძის „იგის” მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმი აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის გამარჯვებული გახდა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის კატეგორიაში.
ჟიურიმ გამარჯვებული ფილმები 4 კატეგორიაში გამოავლინა, რისთვისაც საუკეთესოები 28 ანიმაციურ პროექტს შორის აარჩიეს.
ქართული ანიმაცია „იგი“ რეჟისორმა ნათია ნიკოლაშვილმა გადაიღო, პროდიუსერი კომპანია „20 Steps Productions“ და ვლადიმერ კაჭარავაა.