სააკაშვილი პოლიტიკური გვამია- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, რადგან “დიდი ხანია ის პოლიტიკური გვამი გახდა”.”მიხეილ სააკაშვილი ფიზიკური მკვლელობებიდან გადავიდა პოლიტიკური მკვლელობების მცდელობაზე”- თქვა მედიასთან მმართვალი პარტიის წევრმა.

“ბულინგი იყო აქამდე, ეს არის წარმოუდგენელი თავხედობა, ბულინგზე მეტი, სანამ მას შეეძლო, ფიზიკურად კლავდა ადამიანებს და ახლა მოინდომა, რომ პოლიტიკურად მოკლას, რადგან ფიზიკურად მოკვლის საშუალება აღარ აქვს. დაანებონ ამ გვამების ხსენებას თავი და რეალობაზე იფიქრონ. მიხეილ სააკაშვილის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, არ მინდოდა, თავად რომ არ ეთქვა და თქვენ არ მოგეყოლათ ამ სიტყვის გამოყენება – ის დიდი ხანია უკვე პოლიტიკური გვამი გახდა, ამ სიტყვას აღარ გამოვიყენებ, რადგან წარმოუდგენელი ტერმინოლოგიაა, მხოლოდ მას შეუძლია თქვას, უბრალოდ საპასუხოდ ვამბობ – ფიზიკური მკვლელობებიდან გადავიდა პოლიტიკური მკვლელობების მცდელობაზე. მე მგონია, რომ მისი სიტყვები აღარ უნდა გავიმეოროთ, არც საკუთარ თავს და არც საზოგადოებას აღარ ვკადროთ ასეთი რამ,”- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “პარლამენტში ოპოზიციიდან არავინ შესულა, გარდა ოთხი გვამისა”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share