“ქართული ოცნების” დეპუტმა, თეა წულუკიანმა დღეს, 4 თებერვლას პარლამენტში “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს შეურაცხყოფა მიაყენა და თქვა, რომ მის მიერ ტელეფონის ნომრის გამოცხადება ჩვეულებრივი პოლიტიკური პაექრობის ნაწილი იყო.
“ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური რიტორიკისა და პაექრობის ნაწილი, ეს არის ჩემი პროფესია. ვფიქრობ, შედეგიანია, იმიტომ, რომ მას შემდეგ ბატონი ნიკა გვარამია წკავწკავებს, ესე იგი შედეგიანია.
თუ მიხეილ სააკაშვილი იტყვის, რომ ის ოპოზიცია, ვინც პარლამენტში შევიდა არის გვამები და მე თუ ვიტყვი, რომ არა ესენი კი არ არიან გვამები, არამედ ვინც არ შემოდის პარლამენტში ისინი არიან გვამები, ნიკა გვარამია აწკავწკავდება და ამას სიუჟეტებს მიუძღვნის. თუ გვარამია სალომე ზურაბიშვილზე იტყვის უხამს სიტყვებს, ეს შეიძლება, მაგრამ თუ მე მას ამისთვის გავკიცხავ, ნიკა გვარამია კვლავ, მორიგჯერ აწკავწკავდება და იტყვის, რომ ეს დაუშვებელია”, – თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც თეა წულუკიანის მეირ ნიკა გვარამიას ნომრის გასაჯაროვება ჰარცელმა არაეთიკურად შეაფასა, წულუკიანმა მასთან შეხვედრა ისურვა. დეპუტატმა Facebook-ზე დაწერა, რომ ძლიერ ისურვებდა კარლ ჰარცელის პარლამენტში მიღებას. შეხვედრის შემდეგ როგორც აღმოჩნა ორივე მხარე საკუთარ პოზიციებზე დარჩა.