კომპანია „ეტალონის“ დაუსრულებელი შენობა საზღვარგარეთ მოღვაწე ოზურგეთელმა ბიზნესმენებმა შეიძინეს
ქალაქ ოზურგეთში, გოგებაშვილის ქუჩაზე, კულტურისა და დასვენების პარკის უკან (მეოთხე საჯარო სკოლის გასწვრივ) მიმდინარე წელს 5 სართულიანი თანამედროვე საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
როგორც „გურიის მოამბეს“ ე.წ. ყოფილი საბურავების ქარხნის დაუსრულებელი შენობის მეპატრონემ, კომპანია „ეტალონის“ წარმომადგენელმა, ნოდარი გოგუამ უთხრა, შენობა კომპანიამ ამ დღეებში გაყიდა წარმოშობით ოზურგეთელ ბიზნესმენებზე:
„ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი აპირებენ განსხვავებული არქიტექტურული, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, საუბარია დაახლოებით 50 საცხოვრებელ ბინაზე, ბინები თავისთავად მშემებლობის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ გაიყიდება“ – გვითხრა გოგუამ.
მისივე თქმით, ამდროისათვის, მყიდველები, ოზურგეთის მერიის შესაბამის სამსახურებთან, მშენებლობის უფლების მოპოვებისათვის დოკუმენტაციას ათანხმებენ.
ბიზნეს გარიგებამ, ჩვენი ინფორმაციით, 70 ათასი ლარი შეადგინა.
ეს მშენებლობა გასული საუკუნის 90 იან წლებში შეჩერდა და არც განახლებულა.
თავიდანვე ის როგორც საცხოვრებელი კორპუსი ისე იყო ჩაფიქრებული, თუმცა საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ კომპანიას, (ყოფილი საბურავების ქარხანა) მის დასასრულებლად სახსრები არ აღმოაჩნდა.
ოზურგეთის საბურავების ქარხანა ე.წ. საკავშირო დაქვემდებარების იყო და მას პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საბჭოთა კავშირს გამოეყო.
სურათი კავშირში არ არის ინფორმაციასთან