გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს (ოზურგეთის ოფისის) უფროსად “ქართული ოცნების” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი, ქეთი ვასაძე, ინიშნება.
ამის შესახებ “გურიის მოამბეს” მმართველი პარტიის ოზურგეთის ოფისიდან აცნობეს.
როგორც წყარო იტყობინება გადაწყვეტილება ადგილზე მმართველმა პარტიამ მიიღო.
რაც შეეხება თავად ჩიგოგიძეს, გავრცელებული იფორმაციით, ის გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ ჩაერთვება.
როგორც “გურიის მოამბეს” მასთან დაახლოებულმა პირმა აცნობა, გურიის მაჟორიტარის მთავარი მიმართულება მხარის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და გამოცხადებული ტენდერებია:
“იმ შემთხვევაში თუ მოქმედი პარლამენტი სიცოცხლისუნარიანი დარჩა, ჩიგოგიძე მხოლოდ ტენდერებით და მასში, მასთან დაახლოებული კომპანიების გამარჯვებით იქნება დაინტერესებული, მსგავსი ტიპის საკადრო გადაწყვეტილებებზე ის უბრალოდ დროს არ დაკარგავს” – გვითხრა მეორე წყარომ, რომელიც პარლამენტარ ჩიგოგიძის გარემოცვაშია.
მისივე ინფორმაციით, მსგავსი ტიპის დაინტერესების (ტენდერები) პირველივე მცდელობა ჩოხატაურში ადგილობრივ მაღალჩინოსნებს შორის მუშტიკრივში გადაიზარდა.
მსგავსი სტატიები
- 76
"არანაირი შეხება არ გვაქვს ნაგომართან და ჩოხატაური - ოზურგეთის დამავშირებელ გზასთან. იქ სხვა კომპანია მუშაობს და არა ჩვენ. ჩვენ ვმუშაობთ სოფელ სილაურში და ამ სოფელთან მილიონიანი მემორანდუმი გვაქვს. მუნიციპალიტეტთან და სოფელთან, სადაც გზის მშენებლობა უკვე დაწყებულია. ეხლა ველოდებით ასფალტის ქარხნის მონტაჟს, რომ დავიწყოთ ასფალტის ფენის გადაგება" განაცხადა მდინარე სუფსაზე ინერტული…
- 72
- 71
დღეიდან თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, როგორც ყველგან ქვეყანაში, ასევე გურიაშიც, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. სასწავლო პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პანდემიიდან განოწვეული თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდგომ განახლდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოსწავლეები სწავლებას დისტანციური მეთოდით გადიოდნენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, 1-ლი თებერვლიდან მოსწავლეთა მშობლებს, 2020-2021 სასწავლო წლის…
- 68
ზურაბ ნასარაიამ თანამდებობა დატოვა, მას დიდი ალბათობით გიორგი სახოკია ჩაანაცვლებს ამის შესახებ "გურიის მოამბეს" მთავრობის კანცელარიიდან არაოფიციალურად აცნობეს. ჩვენი წყაროს ცნობით, გურიის ახალი გუბერნატორის ვინაობა ხვალისათვის დანიშნულ მთავრობის სხდომაზე გახდება ცნობილი. ვრცელდება ინფორმაცია რომ ზურაბ ნასარაიას კარიერა ბუკნარის მოვლენებს შეეწირა. არაოფიციალური ინფორმაციით, რომლის გადამოწმებაც ამ წუთებში ვერ ხერხდება გურიის გუბერნატორად…