“რუსული „ლანცეტის“ ფენომენი- ვაქცინები საკმარისი აშკარად არ არის “

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული, სოციალურ ქსელში, წერს:

“რუსული „ლანცეტის“ ფენომენი

—————————————–

დაახლოებით გნებავთ წარმოიდგინოთ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსების მიმართ?…

მაშინ გაიხსენეთ სამყაროთაშორის ომებზე გადაღებული ჰოლივუდური ბლოკბასტერები, რომელთა ფინალურ სცენებში, პათეტიკური ჟრუანტელის მომგვრელი მუსიკის თანხლებით, ამერიკელთა მეთაურობით დარაზმულ დედამიწელთა სამხედრო ძალებს, უერთდებიან ბრიტანელები, ჩინელები და რუსები…

დიახ. რუსები. და მათ მსოფლიო მიიჩნევს როგორც სუპერსახელმწიფოთაგან ერთერთერთს, მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა. ასეთია დასავლეთის პოზიცია და ასეთი იქნება მუდამ.

ცხადია, ვერც მიკროსამყაროსთან ომში იქნებოდა განსხვავებული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ. მითუმეტეს, რომ “გლობალისტ” ევროპელებს ისევ შეუერთდა მათგან დროებით გამოთიშული ამერიკა. მსოფლიო ახლა მათია. “გლობალისტების”.

ამიტომ, ნურავის გაუკვირდება „ლანცეტში“ გამოქვეყნებული სტატია რუსული ვაქცინის ეფექტურობის შესახებ. ცხადია გასაგები ლოგიკური მიზეზების გამო მე არა მაქვს არავითარი მეცნიერული მტკიცებულება, რომ „ლანცეტის“ რედკოლეგიას შევეკამათო, მაგრამ მაქვს უფლება მქონდეს საფუძვლიანი ეჭვი. ეს ჩემი, ჯერჯერობით მეტნაკლებად თავისუფალი ადამიანის უფლებაა. ეჭვი ემყარება არაერთ ფაქტს. მაგალითად იმას, თუ რამდენად სანდოა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და პირადად მისი დირექტორის კომპეტენცია პანდემიის მართვაში; რამდენად არის ეს ორგანიზაცია დამოკიდებული ფინანსურ და იდეოლოგიურ დონორებზე. რამდენად მძიმედ მოხდა კლინიკური და კვლევითი მედიცინის პროფანაცია პანდემიის მიმდინარეობისას, როდესაც მსოფლიო სამედიცინო პრესა წალეკა რამდენიმე ემპირიულ მონაცემზე სუბიექტურად აგებულმა „კვლევებმა“. ჩინეთის უცნაურმა „წარმატებამ“ პანდემიასთან ბრძოლაში და ბოლოს, რუსული მედიცინის „მიღწევებმა“; ქვეყნის, რომელიც დეკადებით ჩამორჩება მსოფლიო ტექნოლოგიურ პროგრესს.

ვაქცინაციის პროცესში მოულოდნელად დაწინაურებული ბრიტანეთის წარმატებამ აღაშფოთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ბუნებრივიც იყო. “ანტიგლობალისტი” ჯონსონის გარკვეული პროგრესი ეწინააღმდეგება მსოფლიოს ახალ იდეოლოგიურ კონცეფციებს. ვაქცინები საკმარისი აშკარად არ არის ყველასათვის. ამიტომ, რუსეთი ისევ უნდა გახდეს სრულუფლებიანი მოთამაშე. სინდისთან კომპრომისი? არა უშავს. ასეთი კომპრომისები ყოველთვის მართლდება პრიორიტეტთა ფარდობითობის კოეფიციენტით. მითუმეტეს, რომ ამ კოეფიციენტის ფორმულებს თავად ადგენ.

დიახ. რუსეთი მოიხმეს მოკავშირედ სამყაროთაშორის ომში. და ცხადია რომ ის ამ ომში მონაწილეობით გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებსაც მოითხოვს. ამჯერად მეტი სპეკულაციები აღარ ღირს. გამოჩნდება ნელნელა.”- წერს გურული.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 94
    "ამდენი ბოროტი, ბრიყვი, ხარბი და გაუმაძღარი მოღალატე რატომ არის ჩემს სამშობლოში?!"ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, პროფესორი დოდონა კიზირია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყვებს და წერს: "შემოვდივარ ხოლმე ფბ-ში და გავდივარ დაზაფრული და გულმოწამლული. უამრავჯერ დავიწყე რაღაცის წერა, მაგრამ რა დავწერო? თქვენ, ჩემო მეგობრებო, ყველაფერი ჩემზე უკეთესად იცით. ბოღმა ვანთხიო? ამით ვის რას ვარგებ? ეს მხოლოდ ჭრილობაზე მარილის დაყრა იქნება. როგორ გვძულს ერთმანეთი! როდის…
    Tags: და, ეს, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი
  • 94
    “ბიძინასთვის სამყარო ჭორვილიდან იწყება და შეკვეთილში მთავრდება““ნებით არ დათმობს, რადგან ამის აუცილებლობას ვერ ხედავს. ფეხებზე ჰკიდია შეშფოთებული ევროპაც და ამერიკაც... ის მშვიდად ზის და შუშის სასახლიდან ითვლის თავებს. დიახ, მისთვის ეს ერთადერთი კრიტერიუმია, რომლის საშუალებითაც შეუძლია პროგნოზირება. გადასარევად იცის, რომ დრო, უმეტეს შემთხვევაში მის სასარგებლოდ მუშაობს, როგორც "მკურნალი" და თუ ბრაზისგან ატკიებული გული არ განიკურნება, ყოველ…
    Tags: და, არ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური, ქსელი
  • 94
     "იმ ქართველების იდიოტიზმი მაოგნებს, ვინც სუფრებს უშლის მოსკოვიდან ჩამოსულ “ელიტებს”!"“ეს მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რუსების აბსოლუტურ უმრავლესობას, მათ შორის, აქ ჩამოსულ ტურისტებს (და ცხადია, არა დახვეწილ თუ ღია პროპაგანდისტებს) წარმოდგენა არ აქვთ, რა ქვეყანაა დღეს საქართველო, მათ არასდროს გაუგონიათ სიტყვა “ბორდერიზაცია”, არ იციან, როგორ იტაცებენ მათი სამხედროები საქართველოს მოქალაქეებს და პრინციპში “ეს ამბები” დიდად არც აინტერესებთ, რადგან ეს უმრავლესობისთვის…
    Tags: და, არ, ეს, თუ, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 94
    "სანამ ასი ათასი გადარეული არ გამოგივარდებათ, მანამდე არ უნდა შეიბერტყოთ ყური?"“საერთოდ პანდემიისას განხორციელებული ზომების გამო ხელისუფლების კრიტიკას ვერიდები. ჯერ ერთი არ მიმაჩნია საკუთარი თავი კომპეტენტურად ამ საქმეში, გარდა ამისა, მესმის, რომ ობიექტურად რთული მდგომარეობაა და ამ ვითარებაში ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერმა ხელისუფლებამ შეიძლება დაუშვას შეცდომები, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის აკრძალვის ამდენ ხანს გაჭიმვა სრულიად ელემენტარული მავნებლობაა”. ამის…
    Tags: არ, ამ, და, რომ, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა, სოციალური