ილია მეორე თემურ წიკლაურზე: იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საესტრადო მომღერლისა და მსახიობის, თემურ წიკლაურის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მთელი საქართველო გლოვობს ბატონ თემურ წიკლაურის გარდაცვალებას; იშვიათია ადამიანი, რომ ასე უყვარდეს საზოგადოებას, როგორც არა მარტო მომღერალი, არამედ – როგორც პიროვნებაც.

ყველა ლოცულობდა მისი გადარჩენისთვის, მაგრამ იგი, ღვთის განგებულებით, ცათა სიმაღლეების გზას შეუდგა.

პირველად მას მეუღლესთან ერთად დიდი ხნის წინ შევხვდი. შვილის გარდაცვალების გამო უდიდესი ტკივილით დამძიმებული ოჯახი ნუგეშს ეძებდა და ღვთისსათნო საქმის აღსრულება სურდათ.

თემურს ტაძრის აგება უნდოდა, მაგრამ ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თუმცა ღმერთმა სხვა საშუალება გამოუჩინა: მეგობრების ფინანსური დახმარებით და ქართველ-ებრაელთა თანადგომით იერუსალიმში შეიძინა კერძო დიდი სახლი, სადაც უკვე ათწლეულებია ჩვენი კულტურის ცენტრი ფუნქციონირებს და საქართველოდან ჩასულ პილიგრიმებს მასპინძლობს. ეს ძალიან დიდი ეროვნული და საღვთო საქმეა.

შემდეგ მან სტიქაროსნობაც დაიწყო და მას უკვე ხშირად ხედავდნენ ტაძარში ღვთისმსახურთა შორის.

სიყვარულის გაცემისთვის უშურველი, წრფელი, მეგობრობისათვის მოწოდებული, თავის ხმასავით ძლიერი და, ამავე დროს, ლმობიერი, სარწმუნოებისათვის გულმხურვალე, ასეთად დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ბატონი თემურის უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ყველა გულშემატკივარს მოანიჭოს ურყევი რწმენა მარადიული ცხოვრებისა, რომლის მკვიდრიც იგი უკვე გახდა.

მთავარია, ახლა ჩვენ შევძლოთ მასთან ლოცვითი ურთიერთობა და მისი სულისთვის ზრუნვა“,- აღნიშნულია საქართველოს პატრიარქის სამძიმრის წერილში.

მომღერალი თემურ წიკლაური 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 96
    საპატრიარქო წმინდა სინოდის განჩინებას ავრცელებსსაქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება გამოქვეყნდა.რომლის ტექსტსაც გთავაზობთ სრულად. „მიმდინარე წლის 11 თებერვალს, საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა. სხდომას თავმჯდომარეობდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II. სხდომის მდივნად დაინიშნა გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). 1.…
    Tags: და, საქართველოს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    "120 წლის წინ გურულებმა შეგვიფარა "თათრები და ჩამოთრეულები" არასდროს უწოდებიათ" ბუკნარელი მუსლიმის სატკივარიბუკნარში (ჩოხატაური) რელიგიურ ნიადაგზე განვითარებულ პროცესებს ადგილობრივი ომარ ირემაძე "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და წერს: "120 წლის უკან როცა გურიაში აჭარიდან თურქის ბატონობასა და გაჭირვებას გამოქცეული ჩემი და ჩემი მეგობრების წინაპრები გადმოსულან მაშინდელ ადგილობრივ გურულებს მათთვის თათრები და ჩამოთრეულები კა არ უწოდებიათ, არამედ მიიღეს როგორც მტრის კლანჭებს გამოქცეული ძმები და…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    ქართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, ადგილიდან უძრაობაა – ნათია ფანჯიკიძექართველის ნაკლი სოფლიდან ჩამოსვლა კი არა, სულ პირიქით, სწორედ ადგილიდან უძრაობაა, – ამის შესახებ ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს. ფანჯიკიძე მოუწოდებს ყველას იმოგზაურონ ძალიან ბევრი და მოიარონ მთელი დედამიწა, თუმცა შემდეგ სამშობლოში დაბრუნდნენ. „არავის პასუხად, არავის საკრიტიკოდ, უბრალოდ ჩემ აზრს გეტყვით, – ქართველის ნაკლი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლიდან ჩამოსვლა კი არა,…
    Tags: და, რომ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები
  • 96
    საიდუმლო სერობა- დღეს დიდი ხუთშაბათიაიერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: "ნუ იქნება თქვენ შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი, როგორც მსახური... მე ვარ თქვენ შორის, როგორც მსახური, თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში - ჩემს გვერდით მყოფნი" (ლუკა 22,24-30). და რადგან უწყოდა,…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები