“ეს ვირთხები უნდა მოშორდნენ ქვეყანას” – გურულები ხელისუფლებაზე ბრაზობენ

რას ითხოვს და რა უნდა ხალხს ოპოზიციისგან? ამ კითხვით “მთავარმა” საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებს მიმართა. მათ შორის არის გურიაც. ადამიანები, რომლებიც დამარცხდნენ ომში სიღარიბესთან ოპოზიციას მეტ პრინციპულობას და ხელისუფლების წინააღმდეგ ხალხის სასარგებლოდ მოქმედებას სთხოვენ:

“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბიძინას ‘ბუტკაში შესვლა” და ნუ დაემსგავსებიან იმ ქართველ პინოქიოს, რომელსაც მოუწოდა იმ გორელმა კაცმა- ეს არ ქნაო და მაინც ქნა. ყველაზე მთავარი-გაზაფხულს რომ ელოდებიან, ყვავილები ხომ არ არიან, ხეზე გამოესხან არა? აქციები უნდა იყოს ახლაც”

“ამ მთავრობას როგორ შეიძლება მთავრობა უწოდო? ამ ვირთხებს, ნაძირლებს. მე ოპოზიციაზე ვარ გაბრაზებული, გამწარებული რომ 2012 წლამდე, როცა არჩევნები დაიწყო და ივანიშვილმა გააკეთა და პუტინიც “მარიაჟობდა” ომი საქართველომ დაიწყოო, ვერ გაიგეს? ვერ მიხვდნენ ვინ მოყავდათ ხელისუფლებაში? როგორც მოათრიეს ეს ქოცების მესია, ეხლა ისე წაათრიონ. მე მაინც მინდოდა ხალხი დახმარებოდა პოლიტიკოსევს და რამენაირად ეს ვირთხები მოგვეცილებინა…უნდა მოშორდნენ ესენი ამ ქვეყანას”

 

“ოპოზიციიდან რას ველოდები? თუ ველოდები მაგენიდან ველოდები სიკეთეს. რომ გაერთიანდებიან, ჩამოყალიბდებიან და ერთობლივი აზრი იქნება, საქმეც იქნება ნორმალურად. თუ ადამიანი დგახარ შენს მყარ პოზიციაზე, იქნება ყველაფერი როგორც საჭიროა. ისეთი მასშტაბური აქციები უნდა წავიდეს, რომ მაგენს დაანახონ როგორ კიდია ხალხს მთავრობა ფეხებზე. მეც ოპოზიცია ვარ და ვიქნები მათ გვერდით, აბა რა”.

“რაღაცა, ან რევოლუცია ან რამე უნდა მოხდეს. ახლა სიცივეა და ხალხი ვერ გადის გარეთ. ნახე გაზაფხულზე რა მოხდება? შენ ოჯახასაშენებელო, ვუყურებ ახლა მაგენის “დვარეცებს” და სახლებს და ფუფუნებას, 7-8 წელიწადია სულ ჭამენ და “დატუკეს” აგი ფულები და გლეხისკენ გამეიხედონ ცოტა”

” რას ველოდები? უფრო მკაცრად დადგომას, უფრო ხალხისკენ დადგომას, რომ არ წეიქცეს ხალხი. საწყალი ხალხი რომ ყვირის მაგენს არ ესმით ამის. მგონი ყველა ყრუები არიან მაგენი”

“მთავრობის წინააღმდეგ ოპოზიცია უნდა იყოს შეკრული. ასე ცალ ცალკე და ზოგი ისე და ზოგი ასე არ გამოვა. ერთი აზრი უნდა იყოს ოპოზიციაში”

“ყველა მთავრობის შეცვლა როგორც ჩანს რუსთაველზე უნდა წყდებოდეს… მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და ვიდგთ მანამ, სანამ საჭირო იქნება”

“ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და ეს მთავრობა უნდა წავიდეს სახლში. დაუმორჩილებლობა უნდა გამოცხადდეს ყველგან. მიტინგი იქნება თუ რამე, სულ ერთია. გლეხებს საერთოდ არაფერი არ გვაქვს. რით ვიარსებოთ? ეს ქათამი იყო თუ რამე, ამოიწურა ბატონო და ეს კომუნისტების დროს გაკეთებული სახლები ვჭამოთ? რით ვიარსებოთ”?

“კანონი თუ გინდა, ოპოზიცია უნდა იყოს პარლამენტში და “ოცნება” გარეთ. მაგრამ, როცა ასე არ გამოდის, ქუჩაში უნდა გამოვიდეს ხალხი და გავაგონოთ ხმა. აბა რა უნდა ქნა სხვა? კანონი მაგენისაა, პოლიციაც და ყველაფერი, რა გინდა რომ ქნა”?

“ახლა რომ მაგენბი პარლამენტში შევიდნენ, ეს ნიშნავს იმ ხალხის ღალატს. ვინც მაგათ ხმა მისცა. ელისაშვილი კაცი მეგონა…ოპოზიციამ მარტო რა უნდა ქნას? ყველა უნდა გამოვიდეთ ქუჩაში”

“ოპოზიციამ ხალხთან უნდა იმუშაოს, უნდა აიყოლიოს, ქუცაში უნდა გამოიყვანოს. ხალხია ყველაფერი. ხელისუფლება არალეგიტიმურია, პარლამენტიც არალეგიტიმურია, ერთპარტიულია. ამ მაიდანზე ხალხი ყინვაში იდგა გარეთ და ისე იბრძოდნენ”…

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share