“ოცნების” დეპუტატის, ელისო ბოლქვაძის მიდგომას ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ, როცა ის პასუხების გაცემის ნაცვლად, მუდმივად გვახსენებს, რომ მუსიკოსი და პიანისტია და “ოცნებაშიც” სწორედ იმიტომ შევიდა, რომ სხვა მიზენები აქვს, საზოგადოება არაერთგვაროვნად აფასებს. ზოგს დეპუტატის არაადექვატური პასუხები მოსწონს, ზოგში კი უბრალოდ იუმორს იწვევს.
ბოლქვაძის შესახებ წერს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამოქალაქო აქტივისტი, ბესო წერედიანი და აღნიშნული პოსტით, ასევე სამოქალაქო აქტივისტს, ნიკა ნარსიას მიმართავს:
“ქალს რომ გგონია ევროპა გაქვს დაპყრობილი,ჭკუაზე არა ხარ,ლონდონები და პარიზები ტაშს გიკრავენ,შანზ ელისე,ნისლიანი ალბიონი და რამე,გაწირე ეს ყველაფრი და ჩამოხვედი რომ სანთლად აენთო სამშობლოს,
ამ დროს ყოველ დღე ნიკა ნარსია გხვდება ჭინკასავით სამსახურთან და უკიდურესად ზრდილობიანად, იმერულ-მეგრული ტონით, თვალმოჭუტული გეკითხება : “როიალი დაგიდგეს ქალბატონო ელისო?”
ნიკა ნარსია: “თავს შეაყვარებ იცოდე შენ მაგას”..