ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“თუ ამოცანაა წინა ხელისუფლების დადანაშაულება სახელმწიფო ინტერესების გაყიდვაში, ვფიქრობ დავითგარეჯის თემაზე ბევრად უფრო პერსპექტიული თემებია – “კოდორი გაყიდა”, “შიდა ქართლის სოფლები გაყიდა”, “ენგურჰესი რაოს მიყიდა მემორანდუმით” და ა.შ.
რატომ მაინცდამაინც გარეჯი, სადაც გაყიდვის ფაქტი ჯერაც არ შემდგარა, რადგან საზღვარი დადგენილი არ არის?
პასუხი მარტივია და სამიზნე არა წინა ხელისუფლება, არამედ მასობრივ ცნობიერებაზე მორიგი ძალადობაა –
თუ დანაშაულებრივად გაყიდე, ე.ი. ვიღაცამ დანაშაულებრივად იყიდა, ანუ ოკუპირება მოახდინა.
ასე უნდა ვიღაცას გზავნილის “რუსეთი ოკუპანტია” “აზერბაიჯანი ოკუპანტია”-თი ჩანაცვლება…
რუსეთი კი დაგვიბრუნებს, აგერ პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – რუქები მოგვცა…”- წერს ხუხაშვილი.