ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, აბა, რა გგონიათ ოკუპაცია- ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი რუსი სამხედროების მიერ საქართველოს მოქალაქის დაჭრასა და დაკავებას გამოეხმაურა, რომ ოკუპაცია კარგი არაა და ზოგს დაიჭერენ და ზოგს ფეხში დაჭრიან.

“ზოგს დაიჭერენ, ზოგს ფეხში დაჭრიან, ეგ არის ოკუპაცია. აბა, შენ რა გგონია ოკუპაცია, რომ კარგია, თუ რა?!” — განაცხადა გია ვოლსკიმ.

ოკუპანტებმა კასპში კაცი 11 ივლისს გაიტაცეს, მანამდე კი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის, ლია გიგაურის ინფორმაციით, ის ახალგორის საავადმყოფოშია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share