რეჟისორი ქეთი დოლიძე ეხმიანება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა კულტურის და სპორტის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნოს. ამის საწინააღმდეგოდ მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები აწერენ ხელს.
“გაოგნებული ვარ, აი, სად მოინახა 160 კაცი, რომელიც ასე არის გაბოროტებული თეა წულუკიანზე. ჩემთვის მთავარია, რომ კულტურის სამინისტროს მართავდეს ყოველი მხრიდან მოუსყიდავი… ადამიანი, რომელიც არ არის მიკერძოებული რომელიმე ერთ ჯგუფთან, ვინმესთან.
თეა წულუკიანი არის კარგი მენეჯერი, ძალიან კარგი იურისტი, რაც აუცილებელია ამ სფეროში და კულტურის სამინისტროს არავითარ შემთხვევაში, მე რომ მკითხოთ, არ უნდა მართავდეს ადამიანი, რომელიც კულტურის რომელიმე სფეროდან არის მოსული”,– ამბობს დოლიძე ტვ პირველთან ინტერვიუში.
მისივე განცხადებით, იმედი აქვს, რომ კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნება.
#cancelThea – თეა წულუკიანის კულტურის მინისტრად დანიშვნის წინააღმდეგ პეტიცია შეიქმნა. მას ამ დროისთვის უკვე 298 ხელმომწერი ჰყავს.