ვისაც სელფი ფოტოგრაფიის ახალი აღმოჩენა გგონიათ, შეცდით. ალბათ, აქამდე ფიქრობდით, რომ ამ ტიპის ფოტოს გადაღება ტექნიკის განვითარების სიკეთეა, თუმცა სანამ ფოტოაპარატის ფუნქციას მობილურ ტელეფონებს მიაბამდნენ და საერთოდ, სანამ მობილურ კავშირს გამოიგონებდნენ, სელფები უკვე არსებობდა. ყველაზე ძველი სელფი, რომელიც ჩვენ მოვიძიეთ, 1908 წლით თარიღდება. გამოდის, რომ სელფ-ფოტოს ისტორია საუკუნეზე მეტი ხნისაა და ეს გარე კამერის დამსახურება სულაც არ ყოფილა.
გასულ საუკუნეებში სელფის გადასაღებად უზარმაზარ ფოტოაპარატებს სარკის წინ მოიმარჯვებდნენ, საჭირო კადრს ფირზე შეაჩერებდნენ და სელფიზ მზად იყო…
როგორც ცნობილი კომპანიის kodak-ისარქივიდან ირკევა, პირველი სელფი ფოტოგრაფმა ქალმა 1908 წელს სარკის დახმარებით გადაიღო. შემდეგი სელფი კი, 1911 წლით თარიღდება. ასეთივე სიძველისაა 1915 წელს გადაღებული სელფი.
კომპანია kodak-მა მათი წარმოებული ფოტოაპარატებით გადაღებული ფოტოები ნიუ-იორკში შეკრიბა, ალბომებად დაახარისხა და არქივიც შეიქმნა.
“კოდაკის გოგოები” ასე ჰქვია ლამაზმანებს, რომლებიც სხვადასხვა გარემოში, სამოსსა და პოზებში პოზირებდნენ, სწორედ მათ შორის სამი უძველესი სელფი იძებნება, რომელსაც “პრაიმტაიმი” გთავაზობთ:
1908 წელი, Kodak-ის არქივიდან “კოდაკის ქალები”
1911 წელი, Kodak-ის არქივიდან “კოდაკის ქალები”
1915 წელი, Kodak-ის არქივიდან “კოდაკის ქალები”