ასე როგორ ექცევიან ადამიანებს? თბილისში დაწყებული რეპრესიებით გაოგნებული დასავლეთი

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში მონაწილე აქტივისტებისა და უბრალო ადამიანების წინააღმდეგ “ქართული ოვნების” ხელისუფლებამ არნახული რეპრესიები დაიწყო,

ქვეყნის სპეცსამსახურები, პოლიტიზირებული სასამართლო და ბოლოს ზონდერ ბრიგადები ორი კვირაა უმოწყალოდ სცემენ აქციის მონაწილეებს.

ქართული საზოგადოება მედიისა და სოციალური ქსელების მეშვეობით ცდილობენ საზოგადოებას მაქსიმალური ინფორმაცია და მომხდარის ამსახველი ვიდეოები მიაწოდონ.

განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული ქართული ემიგრაცია:

“გერმანელმა პროფესორმა მომაწოდა გაზეთიდან სპეციალურად ამოჭრილი გვერდი და გაოგნებული მეკითხებოდა – ასე როგორ ექცევიან ადამიანებსო?

პასუხი არ მქონდა. მხოლოდ ვუთხარი, რომ ქართველ ხალხს იმიტომაც სჭირდება ჰაერივით თქვენი დახმარება, ასეთი პრეცენდენტები რომ აღარ განმეორდეს მეთქი.

P.S. იცოდეთ, რომ ეს გერმანელი პროფესორი უკვე საქართველოს დიდი გულშემატკივარია.

გვწერს გერმანიაში მყოფი ოზურგეთელი მერი საბაშვილი

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share