“ტუსოვკები” და დაბადებიის დღეები “პარაგრაფში”-“პანდემიის პერიოდში ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია მუშაობა”

კორონა პანდემიის გამო ქვეყანაში თვეობით არსებულს შეზღუდვებს, რის გამოც ფაქტობრივად ბიზნესი ურთულეს მდგომარეობაში, უფრო მეტიც, გაღატაკების პირას აღმოჩნდა, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო “პარაგრაფს” მუშაობა საერთოდ არ შეუწყვეტია. ამის შესახებ წერს ენმ-ის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი კახა ასკურავა, და ფაქტს, დღეს არსებული “ორი საქართველოს” პრინციპს უკავშირებს:

“არ იცით თუ არ ამბობთ, რომ სასტუმრო “პარაგრაფს” მთელი ამ პანდემიის პერიოდში ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია მუშაობა? იქ მისულ სტუმარებს, ყველანაირი ტიპის მომსახურებას სთავაზობს სასტუმროს მენეჯმენტი, მათ შორის – სარესტორნოს. მოკლედ, ერთის მხრივ არსებობს დაკეტილი და გაურკვეველი ვადით გადადებული ბიზნესი და მეორის მხრივ – “პარაგრაფი”, როგორც პროტოტიპი – “ქართული ოცნების” საქართველო და საქართველო რომელიც შიმშილის ზღვარზეა! P. S ჰო, ძლიერნი ამა ქვეყნისანი გადასარავედ ახერხებენ იქ დაბადების დღეების გადახდას და სხვა ტიპის “ტუსოვკების” მოწყობას. მოკლედ, ამ პანდემიის, კომენდატის და სრული ჩაკეტილობის დროს ბიძინას ზვიგენს არ მოუწყენია და ძალიან ბედნიერადაც გრძნობს თავს”! -წერს ასკურავა.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share