“აზრი ერთია- ხალხის მჩაგვრელი , ბიუჯეტის მძარცველი, კორუფციაში ჩაფლული ,ადამიანთა გამღატაკებელი, მოხუცის სიბერის და ახალგაზრდის მომავლის გამანადგურებელი, კომუნისტი გავრილოვის პარლამენტში შემომყვანი და ადამიანებისთვის თვალებისდამთხრელი, ოკუპანტთან გარიგებული ,ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამაქცევარი ხელისუფლება უნდა წავიდეს, კინწისკვრით უნდა გააძევოს ხალხმა ( დიახ, რევოლუციებს «ოპოზიციები» არ აკეთებენ ხოლმე, სრამედ რევოლუციას აკეთებს აღვირახსნილი ხელისუფლება, ოპოზიცია ვერაფრით გამოიყვანს ბედნიერ და მაძღარ ხალხს ქუჩაში, კმაყოფილი ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ხელისუფლების მიერ განადგურებული,უსამართლობისგან!! და სოციალური პრობლემებისგან გამწარებული ხალხი გამოდის ქუჩაში! დიახ , რევოლუციას თუ ჯანყს ( რომელიც კონვენციით მონიჭებული კონსტიტუციური უფლება, როცა აღარანაირ გამოსავალს არ უტოვებს ხელისუფლეფა ) ხალხი , მხოლოდ რეგვენი ხელისუფლების საქციელიდან გამომდინარე აკეთებს – იყენებს უკიდურეს შემთხვევაში, კონსტიტუციურ უფლებას! მოკლედ ვისაც გუგუნის ხმა არ ესმის ვურჩევდი ყური დაუგდოს დროულად ! ვურჩევდი ხელისუფლებას, რადგან ყურის დაგდება ჯობია -ხალხის მიერ ყურის აწევას- ისტორიამ აჩვენა «ახევა» იცის ყურის, გამწარებულმა ხალხმა « პატივცემულო კანონდებილებო” ყურებს გაუფრთხილდით!”- -წერს პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი, თაკო ჩარკვიანი.