ირმა ინაშვილიც კი არ შევიდა პარლამენტში- ნიკა მელია

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან? არ მინდა კობახიძე, თალაკვაძე არ მინდა, რომ იყვნენ ჩემი კოლეგები, მაქვს ამის უფლება?!”

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე კოლეგებად არ უნდა და მთავარ მოთხოვნად ისევ ახალი არჩევნები რჩება.

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები. არ მინდა კობახიძე! გინდათ ძალით დამაქორწინოთ პოლიტიკურად ამ ადამიანთან? არ მინდა კობახიძე, თალაკვაძე არ მინდა, რომ იყვნენ ჩემი კოლეგები, მაქვს ამის უფლება?! პროკურატურის განცხადება გამიხარდა, იქნებ რამენაირად დაძლიონ კომპლექსები და ფობიები და შემიჩერონ უფლებამოსილება მეც და სხვა კოლეგებსაც, ნუ მე მაინც,”- აღნიშნა ნიკა მელიამ.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, მას არ უნდა პარლამენტში შესვლა და ამ საკითხს ერთი დიდი წერტილი უნდა დაესვას.

“არ მინდა ვიყო პარლამენტში, მაქვს მაგის უფლება თუ არა? არ მინდა პარლამენტში, არ მინდა იმიტომ, რომ ეს არ არის პარლამენტი. რატომ არ მიწყვეტენ უფლებამოსილებას? რადგან იციან რომ არჩევნები მოიპარეს. ფასადური დემოკრატიის შექმნისთვის კი, “ქართულ ოცნებას” უნდათ რომ გამომიყენონ მე, მაგრამ არ შევდივარ. ირმა ინაშვილიც კი არ შევიდა პარლამენტში, რომლის პარტიაც ფაქტობრივად პოლიტიკური პარტნიორი იყო “ქართული ოცნების”. არ მინდა კობახიძესთან ერთად იმ დარბაზში ჯდომა, სადაც უბრალოდ არაფერი მესაქმება. იქნებ, ერთი დიდი წერტილი დავუსვათ ამ საკითხს,”- განაცხადა ნიკა მელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share