რუმინეთის ერთ-ერთ ქალაქ სუჩავაში ნათლობის რიტუალის დროს მიღებული დაზიანების შედეგად 6 კვირის ჩვილი გარდაიცვალა. BBC-ის ცნობით, ბავშვი ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც ის წყალში სამჯერ ჩაუშვეს, შემდეგ კი მის ფილტვებში წყალი აღმოაჩინეს.
ბრიტანული მედიის ცნობით, მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ მართლმადიდებლური ეკლესიის მთავარეპისკოპოსმა, შემდგომი ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად, ასეთი რიტუალის ჩატარების გადახედვის აუცილებლობაზე ისაუბრა.
60 000 ადამიანმა ნათლობის ცერემონიის ცვლილების პეტიციას ხელი უკვე მოაწერა.
ადგილობრივმა პროკურატურამ საქმეზე გამოძიება იმ მღვდელთან დაკავშირებით დაიწყო, რომელიც ნათლობის რიტუალს ასრულებდა.
მსგავსი სტატიები
- 92
თოფიანები და ფულიანები - ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა. შეუცვლელი და ხელშეუხებელი მინისტრები, რომლებიც მთლიანად აკონტროლებენ ბიუჯეტს და ძალოვან ბლოკს, პლიუს საპარლამენტო წარმომადგენლობა ”დამამშვენებლის” როლით. ამათ დამატებული მარიონეტი გენერალური პროკურორი და მორჩილი პირებით დაკომპლექტებული სასამართლო სისტემა, მართული ეროვნული ბანკი და რა მივიღეთ? ივანიშვილის ოცნების ხელისუფლება. წავიდა თუ…
- 92
- 92