საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის ანა ბიერდეს შეხვედრას მსოფლიო ბანკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საუბრის მთავარი თემები ვაქცინაციის გეგმები, რეფორმების დღის წესრიგი და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის საკითხი იყო.
„საუბარი ასევე შეეხო მსოფლიო ბანკის შესაძლო დახმარებას პოსტპანდემიურ ეტაპზე ქვეყნის ეკონომიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით, რათა ხელი შევუწყოთ ქვეყნის ყველა მოქალაქის კეთილდღეობას”, – აღნიშნავს მსოფლიო ბანკი.
მსგავსი სტატიები
- 94
ჰკა მაგათო", გაისმა და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები ისევ გაცოცხლდა: ნაცმოძრაობის ახალ ლიდერს დაჭერით ემუქრებიან; გვარამიას და ოქრუაშვილის წინააღმდეგ სასამართლო სხდომები კვლავ ჩაინიშნა; რურუა ციხეში რჩება; მელაშვილს, ილიჩოვას და მათთან ერთად მთავარ ოპოზიციურ ძალას სამთავრობო პროპაგანდისტული მანქანა გარეჯის გაყიდვაში გაორმაგებული ძალისხმევით ადანაშაულებს; ამასობაში, პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა ლამისაა ბულდოზერი გადაატარა ელისაშვილს,…
- 94
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: ცხრა თვის წინ მივიღე ჩემთვის უმძიმესი და საზოგადოებისთვის მტკივნეული გადაწყვეტილება, რომელიც განპირობებული იყო მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტაბილურობის შენარჩუნებით და ემსახურებოდა პოლიტიკური კრიზისის დაძლევასა და დეპოლარიზაციას. სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება,…
- 94
ამერიკის შეერთებული შტატების ახალ კონგრესში საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ჯერი კონოლისა და ადამ კინზინგერის მიერ „საქართველოს მხარდაჭერის აქტის“ ინიცირება მოხდა. „ამერიკის ახალი კონგრესის მხრიდან განგრძობითი და ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს და მადლობას ვუხდით ჩვენს მეგობრებს“, – აღნიშნავენ საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარეები და ხაზს უსვამენ საქართველოს ერთგულებას დემოკრატიული ღირებულებების…
- 94
გვეუბნებიან, რომ თვითმკვლელობა ყველაზე დიდი ცოდვაა და ამის ჩამდენი ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. თავად ჯოჯოხეთზე კანონიკური ტექსტების, მდუღარე კუპრისა და კბილთა ღრჭენის გარდა, გენიალური შემოქმედების მიერ აღწერილი მხატვრული ტილოები, ფრესკები და ლიტერატურული ნაწარმოებები გვახსენდება, სადაც სხვადასხვა ენით გადმოცემული მთავარი სათქმელი გვეუბნება - ესაა სივრცე, სადაც ადამიანურობისა და სიყვარულის ადგილი არ არის. ჯოჯოხეთი იმიტომაა ჯოჯოხეთი, რომ ის სიყვარულისა და თანაგრძნობისგანაა დაცლილი. გოგონა საქართველოში…