2020 წელს წვეულებებსა და საჩუქრებში ოთხი ქალაქის მერიამ 245 ათასი ლარი დახარჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, 2020 წელს, მიუხედავად შეზღუდვებისა, თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და ფოთის მერიებმა წარმომადგენლობით ხარჯებში 245 442 ლარი გადაიხადეს.

წარმომადგენლობითი ხარჯები მოიცავს: წვეულებების, ღონისძიებების, საჩუქრების შეძენის, მგზავრობის, სასტუმროში მომსახურებისა და სხვა ტიპის ხარჯებს.

“შეზღუდვებს შორის აღსანიშნავია შეკრების თავისუფლების შეზღუდვა. ეპიდემიოლოგები და მთავრობის წარმომადგენლები მუდმივად მოუწოდებდნენ მოსახლეობას, თავი შეეკავებინათ შეკრებებისა და წვეულებებისაგან. მიუხედავად მსგავსი მოწოდებებისა, საჯარო დაწესებულებები კვლავ განაგრძობდნენ ფულის დახარჯვას წარმომადგენლობით ხარჯების სახით“. – წერს ფლანგვის დეტექტორი.

2020 წელს წარმომადგენლობითი ხარჯები ასე გადანაწილდა:

  1. თბილისის მერია – 142 931 ლარი,
  2. ქუთაისის მერია – 84 266 ლარი,
  3. ბათუმის მერია – 10 284 ლარი,
  4. ფოთის მერია – 6 254 ლარი.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 93
    რა ხდება საპატრიარქოში-რას წერს დეკანოზი ილია ჭიღლაზერას გვედავება საპატრიარქოს გვითხრასო, განაცხადა კვირას მეუფე იაკობმა. მართლაც, თუ კიდევ ვინმემ ვერ გაიგო ამდენი წლის მანძილზე ამის შინაარსი, შევეცდები მოკლედ ჩამოვაყალიბო: 1. საეკლესიო კანონთა ტოტალური დარღვევა და უგულვებელყოფა; საეკლესიო მართლწესრიგისა და ზნეობის სრული მოშლა ეკლესიაში; 2. რუსეთის საპატრიარქოს გავლენის ქვეშ ყოფნა და პატრიარქ კირილეს მიერ ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "ივანიშვილს უნდა საქართველოში ქაოსი და არეულობის შექმნა"  საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვახო სანაიასა და მისი მეუღლეზე თავდასხმას   ეხმიანება და  სოციალურ ქსელში წერს: "ვახო სანაზიაზე და მის მეუღლეზე თავდასხმა პირდაპირი გამოხატულებაა იმ ატმოსფეროსი, რომელსაც ნერგავს ივანიშვილი და რაც გამოიხატება მოუთმენლობაში და მცირე უმცირესობის მიერ საზოგადოების უმეტესობის ნაწილის დატერორების მცდელობაში და ამ პატარა აგრესიული ჯგუფების დაგეშვაში ყველაზე…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    "იარეთ ახლა ოპოზიციამ ეთერ-ეთერ "...იარეთ ეხლა ოპოზიციამ ეთერ-ეთერ და იძახეთ, რიგგარეშე არჩევნებიო, პოლიტპატიმრების განთავისუფლებაო და ა.შ. ჯერ პირველ რიგში, დაჯექით მაგიდასთან და ერთმანეთთან ჩააწიკწიკეთ რა გინდათ, როგორ გინდა, რისთვის გინდათ, როდის გინდათ,ბ რამდენი გინდათ, რატომ გინდათ და ა.შ. მერე ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, შეგნებულ, გააზრებულ, ადექვატურ, ადამიანურ, სამართლიან და გასაგებ ენაზე გააგებინეთ, რაც…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა
  • 92
    დასავლეთი და აკვარიუმიდან გამოსული ერი ანუ ჰკითხეთ კრისტიან დანიელსონსბოლო დღეები მანძილზე მთელი საქართველო ყურადღებით და შინაგანი სირცხვილის გრძნობით, უყურებდა როგორ ცდილობდნენ ევროპელი მაღალჩინოსნები ერთმანეთთან სამკვდრო-სასიცოხცლოდ გადაკიდებული ქართველი პოლიტიკოსების მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას. არა აქვს მნიშვნელობა კრისტიან დანიელსონის გააფთრებული სირბილი ოპოზიციური პარტიების და „ქართული ოცნების" ოფისებს შორის რითი დასრულდება - ყველა შემთვევაში ეს ნათელი პასუხია კითხვაზე, რომელიც ბოლო წლებში სულ…
    Tags: და, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, პოლიტიკა