“რაც თვიდან თვემდე ყოფნიდა ადამიანს 2019 წელს (პანდემიამდე), დღეს იმაზე საშუალოდ 30 %-ით მეტი სჭირდება,” – ამის შესახებ ეკონომიკის დოქტორი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „სამომხმარებლო კალათაში შემავალი პროდუქტები :
1. ზეთი და ცხიმი +17.3 %; 2. ყავა, ჩაი + 13.6 %; 3. თევზეული + 10.3 %; 4. პური, პურპროდუქტები +7.8 % ; 5. რძე, ყველი, კვერცხი + 6 % ; 6. შაქარი, ტკბილეული + 4.5 %; 7. წყალი, უალკ. სასმელები + 4.2 %; 8. ხორცი, ხორც. პროდუქტები +3.5 % ; 9. ბოსტნეული +2.2 % ; ჯამში სამომხმარებლო კალათის ფასი საშუალოდ 7.7 % – ით გაიზარდა.
ამას დამატებული გაძვირებული კომუნალური გადასახადები (დენი, გაზი) ჯამში საშუალოდ +25% . უფრო მარტივად რომ ავხსნათ ის რაც ყოფნიდა ადამიანს 2019 წელს (პანდემიამდე) თვიდან თვემდე, დღეს საშუალოდ 30 % -ით მეტი ჭირდება ელემენტარული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. პანდემიის შედეგად 500 000 ადამიანამდე დარჩა სრულად შემოსავლის გარეშე. ამ 500 000 ადამიანიდან 200 000-ზე მეტი არის ხელოვნურად უმუშევარი ლოკდაუნის და ამ სულელური აკრძალვების გამო. იმის მაგივრად, რომ ფასების ზრდას და ინფლაციას მიყვებოდეს პროპორციულად ადამიანების შემოსავლები, ვიღებთ პირიქით.
ლოკდაუნის გამო 80% ზე მეტი 2019 – 2020 წლის მონაცემებით ყოველთვიური ხელფასის ოდენობაზე საშუალოდ 30% -ით ნაკლებს გამოიმუშავებს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ხვდებით მაინც ეს რას ნიშნავს?”- წერს აბესაძე.