“პრინცი მოხიბლული დარჩა გურულებით, აქ ყველაფერი განსხვავებული იყო”

სხვა კუთხეებთან შდარებით გურიის ისტორიაზე მწირი მასალების შემონახული (თავის დროზე ისტორიკოსებმა არ ან ვერ გამოიჩინეს ამ მხარისადმი ჯეროვანი ყურადღება). მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იყო ვინც გურიის შესწავლას დიდი დრო დაუთმო, ასეთი იყო ქველი ჩხატარაიშვილი. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენ გავიგეთ 1862 წელს პრუსიელი პრინცი ჰოჰენცოლერის მოგზაურობის შესახებ კავკასიაში და კერძოდ გურიაში. მას მასპინძლობას უწევდა გენერალი-მაიორი დიმიტრი გურიელი. პრინცი მოხიბლული დარჩა გურულებით, ის აღნიშნავს გურულების სივაჟკაცეს და ბრძოლისუნარიანობას და ასევე მათ სამხედრო მომზადებას. რაც პრუსიელებს კავკასიაში ენახათ, ყველაფრისაგან განსხვავებული იყო გურულების სიმღერა, ცეკვა და იარაღით ვარჯიში, რაც პრინცს დიმიტრი გურიელის მოლაშქრეებმა (მილიცონრებმა) აჩვენეს. პრუსიელი პრინცი ასევე აღნიშნავს, რომ დებულება რომ შავსა და კასპიის ზღვებს შორის ადამიანთა უმშვენიერესი სახეობა სახლობს, არსად ისე არ დასტურდება, როგორც გურიაშიო. ქველი ჩხატარაიშვილი, გაზეთი ,,კრიმანჭული“, #1, 2004, გვ. 11.

ავტორი: ირაკლი მახარაძე

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:

მსგავსი სტატიები

  • 92
    ექვთიმე თაყაიშვილის დღიურიიმ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრმა, მეცნიერმა ექვთიმე თაყაიშვილს გადახდა თავს და რაც საქართველოდან გატანილმა განძმა განიცადა, ძნელი არ არის წარმოიდგინო, როგორი იქნებოდა ექვთიმე თაყაიშვილის დღიური, სავსე იმ განცდებით, რაც თან ახლდა ყოველ ახალ საფრთხეს, რომელიც თვითონ მას და ქართულ განძს შეექმნა. *** 1921…
    Tags: და, რომ, არ, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, ისტორია
  • 90
    ანეტა ანდრონიკაშვილის ხანმოკლე სიცოცხლისა და სიყვარულის ისტორიათავადების ოჯახში დაბადებულ გოგონას, ალბათ, ძალიან ბედნიერი და ლაღი ბავშვობა ჰქონდა, ყველა თავს ევლებოდა და მის ნებას აღასრულებდა... ვინ იცის, რამდენი ეტრფოდა და ოცნებოდა მასზე... იქნებ, თავადაც სწორედ ის უყვარდა, ვინც მას ეტრფოდან ან... შეიძლება ფარულად უყვარდა და ვერ უმჟღავნებდა, ან, სულაც, უპასუხო იყო გულში დამარხული მისი სიყვარული... იმ ერთი…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, ისტორია
  • 89
    10 ქვეყანა, რომლის რეალური სახელი საყოველთაოდ მიღებული სახელისგან განსხვავდებაპოლიტიკურ რუკებზე (იქნება ეს ინგლისუად, ფრანგულად, იტალიურად, რუსულად, თუ ესპანურად) ქვეყნების უმრავლესობის სახელი, იმ სახელს არ ემთხვევა, რომლითაც ადგილობრივები საკუთარ ქვეყანას ეძახიან. რეალურად, ადამიანების უმრავლესობა განსაკუთრებულ ყურადღებას არც აქცევს ტოპნიმების სწორედ წარმოთქმას. მაგ., ჩვენ დღემდე, ცეილონის ჩაის ვყიდულობთ. თუმცა, კუნძულს და ქვეყანას, სადაც ეს ჩაი მოდის, შრი–ლანკა ჰქვია. მიანმარის კი,…
    Tags: და, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი, ამბები, ისტორია
  • 89
    ქვეყანა, რომელიც არ არსებობდა: ყველაზე მასშტაბური ტყუილი ისტორიაში1822 წელს შოტლანდიის მაცხოვრებელმა, ვინმე გრეგორ მაკრეგორმა განაცხადა, რომ ჰონდურასის ტერიტორიაზე მდებარე ქვეყნის - პოიასის პრინცია. მისი მონაყოლიდან გამომდინარე ირკვეოდა, რომ პოაისი ზღაპრული, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი მხარეა, რომელსაც ინვესტორები და მოსახლეობა სჭირდება. იმ პერიოდში შოტლანდიაში პოპულარული იყო ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში ინვესტიციების დაბანდება, თანაც, შოტლანდიას საკუთარი კოლონია არ ჰქონდა, ამიტომ…
    Tags: რომ, და, იყო, ან, არ, წელს, საზოგადოება, მთავარი, თემა, ახალი