ჟურნალისტმა მას სთხოვა, შეეფასებინა ქართული ოცნების დეპუტატების განცხადებები სანქციებთან დაკავშირებით, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს, როდესაც გაიგეს, რომ სანქციები მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებოდათ.
მაკფოლის თქმით, ირონიულად ჟღერს, როცა პარლამენტის წევრები, რომლებმაც არადემოკრატიულ კანონს მისცეს ხმა, დემოკრატიულ წესებზე ჩივიან. მისი თქმით, “ორპირობაა”, როცა ითხოვ ადამიანის უფლებებს დასავლეთისგან და ამ უფლებებს საკუთარ მოქალაქეებს ართმევს.
“ძალიან ირონიულად ჟღერს, რომ თქვენი პარლამენტის წევრები, რომლებმაც ამ არადემოკრატიულ კანონს მისცეს ხმა, ისინი დემოკრატიულ წესებზე ჩივიან. თუ გსურთ იყოთ ევროპის ნაწილი და გსურთ, წესები და ვალდებულებები, თავისუფლებები ევროპული გაგაჩნდეთ, როგორც ევროპული, დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილს, ასე უნდა იმოქმედოთ.
ორპირობაა, როცა ითხოვს ადამიანის უფლებებს დასავლეთისგან და ართმევ ამ უფლებებს საკუთარ მოქალაქეებს და მათ, ვისაც სურთ საზღვარგარეთ მოგზაურობა, ჩავიდნენ ბელარუსში, იქ დაისვენონ, რუსეთში ჩავიდნენ, ირანში, თეირანში, გააგზავნეთ ბავშვები იქ სასწავლებლად, მაგრამ ეს თუ არ გსურთ, საჭიროა, კიდევ ერთხელ გაიაზროთ ის, რაც გააკეთეთ და გაიწვიოთ ეს კანონი და დააბრუნოთ საქართველო გზაზე, რომელიც ევროპისკენ მიდის.
თქვენ ქვეყანას უზარმაზარი შესაძლებლობები ჰქონდა, თქვენ ხართ შესაძლებლობების ქვეყანა და გულდასაწყვეტია, რომ გზა, რომელზეც მოძრაობდით ათწლეულობის განმავლობაში დაიბლოკა იმიტომ, რომ დროებით, ისინი ვინც არიან პარლამენტში, ამას აკეთებენ და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება საქართველოს მომავლისთვის. თუ ამ გზას გადაუხვევთ, ძალიან ძნელი იქნება დაბრუნება ევროინტეგრაციისკენ და დემოკრატიული განვითარებისკენ მიმავალ გზაზე”, – განაცხადა მაკფოლმა.